მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიპტო ბანკომატების უმსხვილესი ოპერატორი გაკოტრდა
კრიპტო ბანკომატების უმსხვილესი ოპერატორი გაკოტრდა

კრიპტო ბანკომატების უმსხვილესი ოპერატორი გაკოტრდა

BM.GE20 მაისი, 2026, 23:11|bm.ge

ჩრდილოეთ ამერიკაში კრიპტო ბანკომატების უმსხვილესმა ოპერატორმა, კომპანია Bitcoin Depot-მა გაკოტრების კოდექსის მე-11 თავით გათვალისწინებული დაცვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია გადახდისუუნაროა.

როგორც ირკვევა, კომპანიას საკუთარი ქსელის სრული პარალიზება და 9 000-ზე მეტი აპარატის გამორთვა მოუწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობა მკაცრმა რეგულაციებმა და კიბერშეტევამ განაპირობა. საქმე ისაა, რომ აპრილში ჰაკერებმა სისტემაში შეღწევა შეძლეს და კრიპტო საფულეებიდან $3.7 მილიონი მოიპარეს. პარალელურად, ორგანიზაციის კანადური შვილობილი კომპანია $18.5-მილიონიან საარბიტრაჟო დავაში გაეხვია, რაც პროცესს უფრო ართულებს.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49.2%-ით შემცირდა, ხოლო ზარალმა $9.5 მილიონი შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, სექტორში მარჟების შემცირება უსაფრთხოების სტანდარტების ზრდასთან და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გამკაცრებასთან არის დაკავშირებული. თანაც ინვესტორთა დიდ ნაწილს კრიპტოაქტივების შეძენა ახლა პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან ურჩევნია, ვიდრე ქუჩაში მდგომი ATM-იდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE