მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრიპტობირჟა WhiteBIT-ი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა
კრიპტობირჟა WhiteBIT-ი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა

კრიპტობირჟა WhiteBIT-ი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა

BM.GE21 მაისი, 2026, 23:13|bm.ge

ტრაფიკის მიხედვით ევროპის უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, WhiteBIT-მა დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებისთვის შექმნილი სპეციალური პლატფორმის - whitebit.uk-ის ამოქმედება დააანონსა.

ეს ნაბიჯი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მაღალრეგულირებად ფინანსურ ბაზარზე WhiteBIT-ის პოზიციების გასაძლიერებლად სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.

ეს გაფართოება შეესაბამება WhiteBIT-ის უფრო ფართო მისიას, ხელი შეუწყოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გლობალურ დანერგვას. ამისთვის კომპანია ცდილობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიპტოვალუტა უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკული გახადოს.

ინსტიტუციური მონაწილეებისთვის WhiteBIT UK მოიცავს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ლიკვიდობისა და მარკეტ-მეიკინგის მხარდაჭერა, ტოკენების ლისტინგის ვარიანტები, "კრიპტო როგორც სერვისი" (Crypto-as-a-Service) და API კავშირი, რაც ციფრული აქტივების ოპერაციების ერთ პლატფორმაზე ინტეგრირებისა და მართვის საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებს წვდომა ექნებათ კრიპტო სესხების სერვისებსა და ავტომატური ინვესტირების ფუნქციონალზე (პროდუქტის ხელმისაწვდომობის, რეგისტრაციის შემოწმებებისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით).

ეს გაშვება ემთხვევა დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტის მოხმარების ზრდას. ფინანსური ქცევის ორგანოს (Financial Conduct Authority) მონაცემებით, 2025 წელს კრიპტოაქტივების შესახებ ზოგადი ცნობიერება ფართო საზოგადოებაში კვლავ მაღალია და 91%-ს შეადგენს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 8% ფლობს კრიპტოვალუტას. მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მომხმარებლების 73% ცენტრალიზებულ ბირჟებს ეყრდნობა, რაც ხაზს უსვამს დამკვიდრებული პლატფორმების როლს ციფრული აქტივების ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფაში. დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე გლობალურ ბაზრად კრიპტოჩართულობისა და ფინტექ ინოვაციების კუთხით.

WhiteBIT-მა თავისი რეპუტაცია უსაფრთხოებასა და ოპერაციულ მედეგობაზე ააშენა. CER.live-ის მიხედვით, ის მუდმივად ხვდება გლობალურად ყველაზე უსაფრთხო ბირჟების სამეულში. ის იყო პირველი ბირჟა, რომელმაც მე-3 დონის სერტიფიკატი კრიპტოვალუტის უსაფრთხოების სტანდარტის (CCSS) მიხედვით, რომელიც CryptoCurrency Certification Consortium-ის (C4) მიერ არის შემუშავებული მოიპოვა. მოწინავე ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელიც მომხმარებლის აქტივების დასაცავადაა შექმნილი, WhiteBIT შესაბამისობის მკაცრ პროცედურებს იყენებს, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა (AML) და მომხმარებლის იდენტიფიკაციის (KYC) პროტოკოლებს.

WhiteBIT არის ევროპის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა ტრაფიკის მიხედვით. 2018 წელს დაარსებული პლატფორმა W Group-ის ნაწილია, რომელიც გლობალურად 35 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. WhiteBIT Visa-სთან, FACEIT-თან, FC Barcelona-სთან, Juventus FC-სთან და უკრაინის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან თანამშრომლობს. კომპანია მიზნად მსოფლიოს მასშტაბით ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვას ისახავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ₾1.4 მლრდ დახარჯეს - 49% ლუქს ბრენდებზე მოდის

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ₾1.4 მლრდ დახარჯეს - 49% ლუქს ბრენდებზე მოდის

BM.GE

რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში ბევრია გასაკეთებელი - ლევან სულაბერიძე

რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში ბევრია გასაკეთებელი - ლევან სულაბერიძე

BM.GE

ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიტანა და აშშ-ში $1.8-მილიარდიანი ფონდი შექმნა

ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიტანა და აშშ-ში $1.8-მილიარდიანი ფონდი შექმნა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება

BM.GE