მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრისტინ ლაგარდი World Economic Forum-ის ხელმძღვანელად გადასვლას გეგმავს
კრისტინ ლაგარდი World Economic Forum-ის ხელმძღვანელად გადასვლას გეგმავს

კრისტინ ლაგარდი World Economic Forum-ის ხელმძღვანელად გადასვლას გეგმავს

BM.GE25 აგვისტო, 2026, 05:00|bm.ge

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ხელმძღვანელის პოსტის დაკავების მიმართ მზადყოფნა გამოხატა.

Reuters-ის ინფორმაციით დავოსის საბჭოს სხდომაზე ლაგარდი ორგანიზაციის შესაძლო ხელმძღვანელ კანდიდატად დასახელდა. შეხვედრის მონაწილე წყაროების ინფორმაციით, ECB-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იგი მზად არის ორგანიზაციას ემსახუროს.

როგორც ირკვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველთა საბჭოს ამჟამად კომპანია Roche-ს ვიცე-თავმჯდომარე, ანდრე ჰოფმანი და BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ფინკი თანათავმჯდომარეობენ. ისინი ორგანიზაციას დამფუძნებლის, კლაუს შვაბის მიერ გასულ წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ მართავენ.

არსებული ინფორმაციით, კრისტინ ლაგარდმა, რომელიც WEF-ის მმართველთა საბჭოს წევრი რამდენიმე ვადით იყო, 28-წევრიან ორგანოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, საბჭოს ჯერ ზუსტად არ განუსაზღვრავს, თუ როდის უნდა გადაიბაროს მან ორგანიზაციის პრეზიდენტის სადავეები. ამ ეტაპზე შეთანხმება მხოლოდ იმაზე შედგა, რომ ლარი ფინკი და ანდრე ჰოფმანი 2027 წლის იანვარში დავოსში გასამართ ყოველწლიურ შეხვედრას კვლავ უხელმძღვანელებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კრისტინ ლაგარდმა გასულ წელს განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკში თავისი უფლებამოსილების ბოლომდე მიყვანას გეგმავდა. ეს განცხადება იმ გავრცელებულ ვარაუდებს მოჰყვა, რომელთა თანახმადაც იგი თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვებასა და WEF-ში გადასვლას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტინ ლაგარდს ECB-ის პრეზიდენტის პოსტზე რვაწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბრის ბოლოს ამოეწურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?

"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?

BM.GE

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

BM.GE

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

BM.GE