
კრუიზებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა - Check-In Travel
ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველის“ (Check-In Travel) დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი ამბობს, რომ კრუიზების მიმართულებით მოთხოვნა მზარდია.
როგორც მან BM.GE-სთან მიმდინარე ტენდენციების შეფასებისას განაცხადა, ზოგადად, ჯავშნები აქტიურია და გაზაფხულზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახლა კარგი მდგომარეობაა. მისი ინფორმაციით, მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა საკრუიზო მიმართულებით შეინიშნება.
"რას შეეხება მიმართულებებს, თურქეთი პრაქტიკულად სავსეა და საბერძნეთი, კრეტას მიმართულებით ჩარტერია და ეს ქვეყნები ტრადიციულად ძალიან მოთხოვნადია. ასევე, 2026 წელს ძალიან გაზრდილია, წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად 80%-ით, კრუიზები. ახლა გააქტიურდა ასევე თურქეთის - უფრო პატარა, მოკლე მანძილებია, მაგრამ ძირითადად ხმელთაშუა ზღვა, რომელიც იწყება ან იტალიიდან, ან ესპანეთიდან",- აცხადებს „ჩექინ თრეველის“ დირექტორი.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პაკეტების ფასმა მოიმატა:"რაც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე პროცესებმა, რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა მოახდინა. ფასები გაზრდილია საკმაოდ, სამწუხაროდ. საწვავის ფასების გაზრდამაც იქონია გავლენა და ასევე, ყოველწლიურად, ზოგადად, პაკეტები თითქმის ძვირდება ხოლმე ნებისმიერ მიმართულებაზე. კარგი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედიდან, ამან მომხმარებელთა ჯავშნებზე დიდად არ იმოქმედა, ანუ საკმაოდ აქტიურად გრძელდება", - ამბობს ლევან ოსეფაიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge