მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაინიშნა
კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაინიშნა

BM.GE27 აპრილი, 2026, 22:41|bm.ge

საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაინიშნა.

შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გრიგოლ ცერცვაძე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ“, - წერია განკარგულებაში.

ცერცვაძის ბიოგრაფიაში კულტურის სამინისტროს გვერდზე წერია:

• 2020 – 2026: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი — პროექტის დირექტორი; • 2015 – 2019: თბილისის განვითარების ფონდი — დირექტორის პირველი მოადგილე. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა ისეთ ფართომასშტაბიან ურბანულ პროექტებს, როგორიცაა აღმაშენებლის გამზირის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია; • კერძო სექტორი: წლების განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სხვადასხვა მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: „თბილმრეწვმშენი 3“;„მიქსორი“;„რედიქსი“;სასტუმრო „მერიოტი“ აბასთუმანში.

განათლება:

• 2005 – 2007: ESM-ის ბიზნესის სკოლა — ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA); • 2000 – 2004: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი.

კულტურის მინისტრს ამ ეტაპზე კიდევ ორი მოადგილე მაკა გურგენიძე და გიორგი მირცხულავა ჰყავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE