მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE20 აგვისტო, 2026, 02:31|bm.ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.

სააგენტოს თანახმად, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ამ დროისთვის გამოვლენილი ობიექტების პირველადი შესწავლა და ფიქსაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყისიერად განახორციელეს.

„სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა საჭირო შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვალიფიციური არქეოლოგის (არქეოლოგების) ზედამხედველობით განხორციელდება, ხოლო ახალი არქეოლოგიური კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რათა დროულად მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების გატარება“, - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველადი შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა მყისიერად განახორციელესიმედი
  • მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ ოთხჯერ დააჯარიმაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

7 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა - სად ვყიდით?

7 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა - სად ვყიდით?

BM.GE

„ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი დიდია“ - ოთარ შარიქაძე

„ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი დიდია“ - ოთარ შარიქაძე

BM.GE

მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდა - რუსული მედია

მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდა - რუსული მედია

BM.GE

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

BM.GE