
მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდა - რუსული მედია
BM.GE|bm.ge
მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. რუსული მედიის ცნობით „გაზპრომ ნეფტის“ ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ერთ მომხმარებელზე, მაქსიმუმ, 40 ლიტრი საწვავის გაცემაა შესაძლებელი. მოგვიანებით, თავად კომპანიაში დააზუსტეს, რომ ლიმიტი 60 ლიტრს შეადგენს.
„ტატნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი ერთ მომხმარებელზე, მაქსიმუმ, 50 ლიტრი ბენზინისა და 60 ლიტრი დიზელის საწვავის გაცემაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, მოსკოვში AI-95 მარკის ბენზინის დეფიციტი შეინიშნება. 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ამ ტიპის საწვავი მოსკოვში „ნეფტმაგისტრალის“ მხოლოდ ერთ ავტოგასამართ სადგურზე იყო ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, მოსკოვის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესება ივნისიდან დაიწყო.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge