მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ნებართვას თბილისის საკრებულო გასცემს - კანონპროექტი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ნებართვას თბილისის საკრებულო გასცემს - კანონპროექტი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ნებართვას თბილისის საკრებულო გასცემს - კანონპროექტი

BM.GE13 მაისი, 2026, 18:19|bm.ge

77 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის მიერ დაგეგმილი სამუშაოების წესებს და პირობებს მთავრობის ნაცვლად საკრებულო განსაზღვრავს.

ამას ითვალისწინებს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილებები.

კანონპროექტის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, ლევან მაჭავარიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი გაბუნია არიან. მათი განმარტებით, დღეს არსებული მდგომარეობით მშენებლობის და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის საქმიანობებისთვის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ქალაქ თბილისის საკრებულო გასცემს, თუმცა ეს წესი არ მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვასთან მიმართებით. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე შესასრულებელი სამუშაოების ოპერატიულად განხორციელება, უდიდესი საჯარო და კერძო ინტერესია, რადგან:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპ-ის „თბილისის განვითარების ფონდის“ მეშვეობით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ახორციელებს მსხვილი არეალების (ქუჩები, მოედნები, დასახლებული კვარტალები), ცალკეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი ნაწილების, ისტორიული სადარბაზოების, მუზეუმებისა და სხვადასხვა ისტორიული შინაარსის მქონე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რესტავრაციის ან/და ახლიდან მოწყობის სამუშაოებს. როგორც წესი, აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გზით. ხშირ შემთხვევაში, პროექტირების ეტაპზე შეუძლებელია მაღალი სიზუსტით განისაზღვროს სამუშაო მოცულობები, რომელთა დადგენაც აუცილებელია მოპოვებისთვის. განხორციელებამდე საქმიანი სამშენებლო-სარეაბილიტაციო პრაქტიკა საპროექტო ცხადყოფს, ორგანიზაციები, სამუშაოების ნებართვის რომ ფიზიკური სამუშაოების არსებული შენობა-ნაგებობების სპეციფიკაციიდან (სიძველე, დახურული არეალები და სხვა) გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფენ ზედმიწევნით ზუსტი საპროექტო მდგომარეობის განსაზღვრას, რაც საბოლოო ჯამში მოითხოვს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას. სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის სტადიაზე იჩენს თავს ობიექტის კვლევის ეტაპზე ვერ აღმოჩენილი კონსტრუქციული პრობლემები, რაც განაპირობებს ახალი საპროექტო გადაწყვეტების შეთანხმებულ პროექტში ასახვის საჭიროებას. ზოგადად, ექსკავაციის სამუშაოების წარმოებისას (გრუნტის სხვადასხვა ფენების მოხსნის დროს) ხშირად ვლინდება ისტორიული მნიშვნელობის სარდაფები, სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალა და სიძველეები, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციას ან აღდგენას, რაც აუცილებელს ხდის შეიცვალოს არსებული პროექტი ან/და დამუშავდეს სრულიად ახალი საპროექტო დოკუმენტაცია. ამავდროულად, თუ ნებართვის მფლობელი პროექტის კორექტირებას სტანდარტული სანებართვო პროცედურის საშუალებით გაივლის, სანებართვო წარმოებისთვის განკუთვნილი ვადით არაერთხელ შეფერხდება ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო პროექტში ჩართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა უმეტესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს. მესაკუთრეები კი, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, უზრუნველყოფილნი არიან გარკვეული ფინანსური კომპენსაციით, რაც თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო ასიგნებებით იფარება. შესაბამისად, სამუშაოების ნებისმიერი სახით შეჩერება, მათ შორის, სანებართვო წარმოებით, გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯს“ - გაწერილია განმარტებით ბარათში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების შედეგად:

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გახდება უფლებამოსილი დაადგინოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი. რაც თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს გამარტივებული წესით მოახდინოს საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში".

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულად არის მოთხოვნილი, რასაც დეპუტატები კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ასახვას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულების აუცილებლობას ხსნიან, რათა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიეცეს შესაძლებლობა დაადგინოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი და არ შეფერხდეს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE