მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვების ობიექტები, ღორების სასაკლაო, ხორცის რეალიზაცია - დარღვევების გამო, წარმოება 5 ობიექტს შეუჩერდა
კვების ობიექტები, ღორების სასაკლაო, ხორცის რეალიზაცია - დარღვევების გამო, წარმოება 5 ობიექტს შეუჩერდა

კვების ობიექტები, ღორების სასაკლაო, ხორცის რეალიზაცია - დარღვევების გამო, წარმოება 5 ობიექტს შეუჩერდა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 18:47|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. დარღვევების გამო საწარმოო პროცესი 5 ობიექტს შეუჩერდა.

სეს-ის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა არალეგალური სასაკლაო, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველების რეალიზაციისა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობების ფაქტები.

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ინდმეწარმე ზ. ხ. (მისამართი: ზესტაფონი, ზაქარიაძის ქ. N2) ქათმის ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტისა (ფორმა N2) და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ყიდდა. ფიზიკური პირი მ. გ.-ც (მისამართი: ქუთაისი, ანჯაფარიძის 17ა) ნედლი ხორცის რეალიზაციასა და ტრანსპორტირებას ჰიგიენური ნორმების დარღვევით ახორციელებდა.

სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ახალციხეში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ზ. ჯ. (მისამართი: ახალციხე, ასპინძის ქუჩა N4) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.

თბილისის და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. თბილისში შპს „სტუდენტ კაფეში“ (ლუბლიანას ქ. N38) სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ხორცი და ეტიკეტირების წესის დარღვევა დაფიქისრდა. ბათუმში, ინდმეწარმე კ. ფ.-ის კუთვნილი სარიტუალო დარბაზში - „აჭარა“ (ორბელიანის ქ. N15) კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

BM.GE

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

BM.GE

სლოვაკეთში პრემიერ რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

სლოვაკეთში პრემიერ რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

BM.GE

რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?

რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?

BM.GE