მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?
კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 16:05|bm.ge

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ 1.4 მლნ აშშ დოლარის 20.4 მილიონი ცალი კვერცხი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53.6 ათასი აშშ დოლარის მილიონ თვრამეტი ათასი ერთეული. ზრდა 2 620%-ია.

წელს იმპორტი სულ ორი ქვეყნიდან მოხდა. მთავარი მომწოდებელი თურქეთია, სადაც წელს 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 1.3 მლნ აშშ დოლარის 18 873 ერთეული პროდუქცია შეიძინა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ბელარუსია , სადაც ქვეყანამ 155.5 ათასი აშშ დოლარის 1 550 ერთეული კვერცხი იყიდა.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიმდინარე თვეში კვერცხის იმპორტის ზრდას თურქეთში არსებული ჭარბი წარმოებით ხსნიდა. მისი თქმით, გასულ წელს თურქეთი პროდუქციას აშშ-ში ყიდდა, სადაც ფრინველის გრიპის გამო დიდი მოთხოვნა და მაღალი ფასები იყო. წელს კი, ამერიკაში სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, თურქულმა ჭარბმა ნაწარმმა ისევ საქართველოს ბაზარზე გადმოინაცვლა. უჩუმბეგაშვილის განმარტებით, ეს იმპორტული კვერცხი არასამართლიანად დაბალი, თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით შემოდის, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს.

მეფრინველეთა ნაწილი კი პირად საუბრებში ამბობს, რომ იმპორტის ზრდის მიზეზი საქართველოში ფრინველის დაავადებით გამოწვეული კვერცხის დეფიციტი გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE