მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვირის მთავარი ავტო სიახლეები
კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE10 მაისი, 2026, 17:27|bm.ge

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

Toyota-ს ფინანსური წნეხი და საოპერაციო მოგების კლება

Toyota-ს მეოთხე კვარტალის საოპერაციო მოგება 49%-ით შემცირდა და 569.4 მილიარდი იენი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა მოლოდინებს. ვარდნა აშშ-ის ტარიფებმა, საოპერაციო ხარჯების ზრდამ და ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების მზარდმა კონკურენციამ განაპირობა. კომპანიამ 2027 წლის მოგების პროგნოზი 20%-ით შეამცირა, თუმცა ამერიკულ ბაზარზე $10-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის ერთგული რჩება. საფონდო ბირჟამ ანგარიშს აქციების 2.18%-იანი გაუფასურებით უპასუხა, რასაც გაყიდვების დინამიკის შესუსტება და გეოპოლიტიკური რისკებიც დაემატა.

BYD-ის გლობალური ამბიცია შიდა კრიზისის ფონზე

ჩინური გიგანტის, BYD-ის გაყიდვები შიდა ბაზარზე ზედიზედ მერვე თვეა მცირდება — აპრილში კლებამ 15.7% შეადგინა. ადგილობრივი კონკურენციის გამწვავებამ კომპანიის მოგება 55.4%-ით შეამცირა. თუმცა, BYD ექსპორტის რეკორდს (135,098 ერთეული) ხსნის, რაც 2025 წლის მონაცემებს 70%-ით აღემატება. კომპანია 2026 წელს მილიონიანი ექსპორტის ზღვარს უმიზნებს, რითაც შიდა დანაკარგების კომპენსირებას საერთაშორისო დომინირებით ცდილობს.

ჩინეთის NEV ბაზარი „ნელ სეზონს“ რეკორდებით ასრულებს

მიუხედავად ლიდერი ბრენდის ინდივიდუალური გამოწვევებისა, ჩინეთის ელექტრომობილების სექტორი მთლიანობაში რეკორდულ ზრდას და მედეგობას აჩვენებს. ჩინეთის NEV სექტორი აპრილში 7%-ით გაიზარდა და 1.22 მილიონ ერთეულს მიაღწია. ბუმს ნავთობის მაღალი ფასი და პეკინის ავტოშოუს ეფექტი განაპირობებს. რეიტინგში კვლავ BYD დომინირებს, მას Geely და Chery მოსდევენ, Tesla China კი მეოთხეა. Xiaomi და Nio პოზიციებს სტაბილურად იმყარებენ. CPCA-ს პროგნოზით, ტოპ-მწარმოებლები ბაზრის 92%-ს აკონტროლებენ, რაც ინდუსტრიის წარმატებულ კონსოლიდაციასა და „ნელი სეზონიდან“ გამოსვლას ადასტურებს.

Xiaomi-ს ევროპული ექსპანსია და საინჟინრო „ტრანსფერი“

ევროპული ტარიფების ფონზე, ჩინური ავტომწარმოებლები წარმოების რეგიონში ლოკალიზაციას იწყებენ. მათ შორისაა Xiaomi, რომელიც 2027 წლის დებიუტისთვის მიუნხენის კვლევით ცენტრში Porsche-ს, BMW-სა და Mercedes-ის 50-მდე წამყვან ინჟინერს ასაქმებს. სტრატეგიის მიზანი ჩინური მოდელების ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებაა. ბაზარზე SU7 სედანისა და 1,000-ზე მეტი ცხენის ძალის მქონე SUV-ის გამოჩენა იგეგმება. კომპანია გამოცდილი კადრებით პრემიუმ სეგმენტში კონკურენტუნარიანობის გამყარებასა და ევროპელი მომხმარებლების დინამიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას პროგნოზირებს.

Honda-ს სტრატეგიული უკან დახევა: EV ქარხანა კანადაში შეჩერდა

იაპონურმა „ჰონდამ“ კანადაში 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა აშშ-ში მოთხოვნის შემცირების გამო შეაჩერა. კომპანია პრიორიტეტს კვლავ ჰიბრიდულ მოდელებს ანიჭებს. პროექტი, რომელიც 2028 წელს უნდა ამუშავებულიყო, ჯერ კიდევ 2025 წელს დაპაუზდა. კანადის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ამერიკულ ტარიფებსა და გლობალურ ბაზარზე არსებულ წნეხს უკავშირებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საავტომობილო სექტორის მხარდაჭერასა და სატარიფო პოლიტიკის შერბილებას გეგმავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანია მძიმე მრეწველობაში CO2-ის ემისიების შესამცირებლად €5 მილიარდს გამოყოფს

გერმანია მძიმე მრეწველობაში CO2-ის ემისიების შესამცირებლად €5 მილიარდს გამოყოფს

BM.GE

მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

BM.GE

პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

BM.GE

ტენერიფეზე ჰანტავირუსით ინფიცირებული ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო - მგზავრებს სამშობლოში სპეციალური რეისებით აბრუნებენ

ტენერიფეზე ჰანტავირუსით ინფიცირებული ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო - მგზავრებს სამშობლოში სპეციალური რეისებით აბრუნებენ

BM.GE