მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE1 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6908 ლარს მიაღწია. დოლარისგან განსხვავებით, ლარი გაუფასურდა ევროსთან 0.88 თეთრით და კურსი 3.1593 ლარი გახდა. ლარი ასევე გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან 2.82 თეთრით და კურსმა 3.6611 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თუმცა გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან და თურქულ ლირასთან.

რაც შეეხება გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათგან ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია ექსპორტის და იმპორტის მონაცემები, კერძოდ მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით, 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი 4%-ით, 1.59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რაც მარტში 321 მილიონ დოლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 9.8%).

საქსტატი და ეროვნული ბანკი სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი 1 აშშ დოლარი 2.6908 0.24 1 ევრო 3.1593 -0.88 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6611 -2.82 1 თურქული ლირა 0.0596 0.02 100 რუსული რუბლი 3.588 -1.67 1000 სომხური დრამი 7.2612 -2.14 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5828 0.14 10 ჩინური იუანი 3.9403 -0.06 100 იაპონური იენი 1.7185 -3.21 10 უკრაინული გრივნა 0.6126 -0.11

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE