მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 23:00|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6080 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა დოლარისგან განსხვავებით, 1.90 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 3.9721 ლარი შეადგინა.

ლარი გირვანქა სტერლინგთან 2.72 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.4543 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, უკრაინულ გრივნასთან და რუსულ რუბლთან, თუმცა გაუფასურდა სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოს ექსპორტი $752 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 149 მილიონი დოლარით, ანუ 24.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.55 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ის 295 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 87%-იან ვარდნას უკავშირდება, რადგანაც რუსეთიდან გზავნილების მთავარმა სისტემამ Zolotaya Korona-მ აგვისტოში საქართველოში ოპერირება სრულად შეწყვიტა.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი) 1 აშშ დოლარი 2.608 -0.09 1 ევრო 2.9721 1.9 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4543 2.72 1 თურქული ლირა 0.0533 0.01 100 რუსული რუბლი 3.0937 0.35 1000 სომხური დრამი 7.1721 -0.24 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5343 -0.04 10 უკრაინული გრივნა 0.5824 0.1 10 ჩინური იუანი 3.8848 0.85 100 იაპონური იენი 1.6529 -0.22

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავარუსთავი 2
  • ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
ლარი →შედეგები →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE