მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა

BM.GE4 მაისი, 2026, 15:31|bm.ge

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარია, მათ შორის, მიმდინარე პროექტების ღირებულება 2 მილიარდს აღემატება და დამატებით მიმდინარეობს მუშაობა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროექტებზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

"ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.

მან ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინვესტიციებისთვის, ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: გზები, ენერგეტიკა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური პოტენციალის, ციფრული კავშირების, ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას", - წერია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმაც აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობსიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE