მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 16:23|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმოიხილეს მხარეთა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები.

"საუბარი შეეხო ენერგეტიკის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის და წყლის სექტორის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

ხაზი გაესვა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დრონებით თავდასხმის გამო Yandex-მა მონაცემთა ცენტრი გათიშა

დრონებით თავდასხმის გამო Yandex-მა მონაცემთა ცენტრი გათიშა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

დღეს ბრიუსელი ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის - შალვა პაპუაშვილი

დღეს ბრიუსელი ბარიერია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის - შალვა პაპუაშვილი

BM.GE

ADB Ventures-მა ქართულ აგროტექნოლოგიურ სტარტაპ TelAgri-ში პირველი ინვესტიცია განახორციელა

ADB Ventures-მა ქართულ აგროტექნოლოგიურ სტარტაპ TelAgri-ში პირველი ინვესტიცია განახორციელა

BM.GE