მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Natixis-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Natixis-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Natixis-ის წარმომადგენლებს შეხვდა

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 19:02|bm.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Natixis-ის წარმომადგენლებს შეხვდა - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყებიც ცნობით, შეხვედრა საინვესტიციო ბანკ Natixis-ის განვითარებადი ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, ვინსენტ კარისთან და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, მიჰაი მოსნიანუსთან გამართა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

"შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ზოგადი მაკროეკონომიკური, ფისკალური პარამეტრები, ასევე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების საკითხები.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ Natixis წამყვანი ფრანგული ფინანსური ინსტიტუტია და ოპერირებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო და კაპიტალის ბაზრების მომსახურების მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE