
ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება
"ქართული ოცნების" დეპუტატმა და სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ამის შესახებ სპორტის სამინისტრო იტყობინება.
როგორც უწყება წერს, ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება და მისი მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვება.
„მეორე თვეა ვვარჯიშობ, გუნდთან ერთად ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ რომელიმე შეჯიბრში ჩავერთვები და შევეცდები, რომ ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვო. წელს ასევე გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მეც ვგეგმავ გამოსვლას, რადგან უკვე სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატია, თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება, ვინც ვფიქრობთ ოლიმპიადაზე მონაწილეობას', - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ალბანეთში გაიმართება. უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ჩინეთი 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
BM.GE
წყარო: bm.ge