მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლეღვთახევში ტერიტორია იწმინდება - თბილისის მერია
ლეღვთახევში ტერიტორია იწმინდება - თბილისის მერია

ლეღვთახევში ტერიტორია იწმინდება - თბილისის მერია

BM.GE15 აგვისტო, 2026, 20:59|bm.ge

ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. მერიის ინფორმაციით, წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგანიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

რატომ არ წარუდგინეს ბრალი მიქაუტაძეს ლილუაშვილისთვის ქრთამის გადაცემისთვის? - ადვოკატის პასუხი

რატომ არ წარუდგინეს ბრალი მიქაუტაძეს ლილუაშვილისთვის ქრთამის გადაცემისთვის? - ადვოკატის პასუხი

BM.GE

5 შეცდომა, რომელსაც უნდა აარიდოთ თავი ბინის შეძენისას

5 შეცდომა, რომელსაც უნდა აარიდოთ თავი ბინის შეძენისას

BM.GE

შავ ზღვაში ექსპორტის შეფერხების გამო, თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი შეამცირა

შავ ზღვაში ექსპორტის შეფერხების გამო, თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი შეამცირა

BM.GE

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს" - მინისტრმა მარნეულის ქარხანა დაათვალიერა

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს" - მინისტრმა მარნეულის ქარხანა დაათვალიერა

BM.GE