
შავ ზღვაში ექსპორტის შეფერხების გამო, თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი შეამცირა
თურქეთმა ივლისში რუსული პორტებიდან ნავთობის შესყიდვები შეამცირა და აგვისტოში მათ კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს. მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმებით რუსეთის შავი ზღვის ტერმინალებიდან ექსპორტის შეფერხებაა - წერს Reuters ტრეიდერებსა და LSEG-ის გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით.
უკრაინამ ივლისში რუსეთის შავი ზღვის ტერმინალზე თავდასხმები გააძლიერა, რამაც CPC-ის ტერმინალიდან ექსპორტის ერთკვირიანი შეჩერება და ნოვოროსიისკის პორტიდან დატვირთვის პროცესის შეაფერხა გამოიწვია. შედეგად, ივლისში კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობის დატვირთვა მეხუთედით შემცირდა.
თურქეთში შავ ზღვაში მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლოს მყოფ რუსეთთან დაკავშირებულ ტანკერებზე თავდასხმები გააკრიტიკეს და განაცხადა, რომ ეს შემთხვევები საგანგაშოა და საფრთხეს უქმნის რეგიონში ნავიგაციის უსაფრთხოებასა და ვაჭრობას.
შედეგად, თურქეთმა, რომელიც CPC Blend-ის, ყაზახური KEBCO-სა და Urals-ის მარკის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველია, ივლისში რუსული პორტებიდან მხოლოდ დაახლოებით 900,000 ტონა ნავთობი მიიღო, ივნისში ეს მოცულობა 1.2 მილიონი ტონა იყო. LSEG-ის მონაცემებით, აქედან 300,000 ტონაზე ოდნავ მეტი შავი ზღვიდან მიეწოდა, ივნისის 600,000 ტონასთან შედარებით.
LSEG-ის თანახმად, აგვისტოში თურქეთს რუსეთის შავი ზღვის პორტებიდან დაახლოებით 200,000 ტონა ნავთობის მიღების მოლოდინი აქვს. ორი ტანკერი, რომელთა მიწოდებაც იგეგმება, ყაზახურ KEBCO-ს ნავთობს გადაზიდავს, ხოლო ამ თვეში თურქეთში CPC Blend-ის ან Urals-ის ნავთობის დატვირთვა ჯერ არ დაგეგმილა.
ტრეიდერების თქმით, შავი ზღვის კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაბალანსებლად თურქეთი მომარაგების დივერსიფიკაციას ახდენს.
BM.GE
წყარო: bm.ge