
ლეიაუთი - საინჟინრო კომპანია ბაუმერის საპროექტო მიმართულება
შენობის გამართული მუშაობა დიდწილად იმ ეტაპზე წყდება, რომელსაც ხშირად თვალი ვერ ხედავს — საინჟინრო სისტემების პროექტირებისას. სწორედ აქ ყალიბდება ის საფუძველი, რომელიც შემდეგ ყოველდღიურ კომფორტსა და ფუნქციონირებას განსაზღვრავს. სწორედ ამ ეტაპზე ერთვება ლეიაუთი — რომელიც შენობაში გამართულ საინჟინრო სისტემების პროექტირებას უზრუნველყოფს.
ლეიაუთი საინჟინრო კომპანია ბაუმერის საპროექტო მიმართულებაა, რომელიც ფოკუსირებულია MEP (მექანიკური, ელექტრო და წყალარინების) სისტემების პროექტირებაზე. კომპანიის გუნდი უკვე არაერთი წელია საინჟინრო სფეროში ოპერირებს და სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე დაგროვილი გამოცდილება ყოველდღიურ პრაქტიკაში გადააქვს — იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული თუ სპორტული დანიშნულების ობიექტები.
ლეიაუთის მომსახურება მოიცავს საინჟინრო სისტემების სრულ პროექტირებას — გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრობა, წყალმომარაგება, სახანძრო უსაფრთხოება, სუსტი დენები, ავტომატიზაცია და IT სისტემები.
კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგიის გამოყენება წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ 3D მოდელირება, არამედ მონაცემთა მართვის სრულყოფილი სისტემაა, რომელიც პროექტირების ეტაპზევე უზრუნველყოფს პოტენციური ცდომილებებისა და საინჟინრო რისკების მნიშვნელოვან შემცირებას. აღნიშნული მიდგომა საგრძნობლად აუმჯობესებს კოორდინაციას სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინებს შორის, რასაც შედეგად მინიმუმამდე დაჰყავს მშენებლობის პროცესში გაუთვალისწინებელი შეფერხებები და იძლევა ფინანსური თუ დროითი რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციის შესაძლებლობას.
კომპანიის პორტფელი მოიცავს 50-ზე მეტ პროექტს. კომპანიის მიმდინარე პროექტების სიაშია ბათუმში მდებარე ნექსთ დეველოპმენტის პროექტები — Next Address და Next Downtown, ასევე ბაზის ბანკის სათაო ოფისის პროექტირება BIM-ის გამოყენებით.
სხვადასხვა პერიოდში ლეიაუთის ინჟინერთა გუნდი მუშაობდა ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა გურგენიძე არქიტექტურის ავტორობით შექმნილი თბილისის ველოდრომი, კავკასიის უნივერსიტეტის ორთაჭალის კამპუსი და Cushman & Wakefield-ის ოფისი, Ocean Capital-ის პრემიუმ აპარტამენტები, ზუგდიდი მოლი და მრავალი სხვა.
