მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Lenovo-ს აქციების ფასი რეკორდული მოგების ფონზე 20%-ით გაიზარდა
Lenovo-ს აქციების ფასი რეკორდული მოგების ფონზე 20%-ით გაიზარდა

Lenovo-ს აქციების ფასი რეკორდული მოგების ფონზე 20%-ით გაიზარდა

BM.GE22 მაისი, 2026, 22:23|bm.ge

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Lenovo-მ მარტის კვარტალში $21.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო და წლიურ ჭრილში 27%-იანი ზრდა დააფიქსირა.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ დაახლოებით $87 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $521 მილიონი შეადგინა. ამასთან, ბრენდისთვის მთლიანი წლის ფინანსური შედეგები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, Lenovo-ს ფინანსური წარმატების მთავარი საფუძველი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრი ზრდა გახდა. კერძოდ, მეოთხე კვარტალში ამ სეგმენტის შემოსავალი 84%-ით გაიზარდა და ჯგუფის მთლიანი შემოსავლების 38% შეადგინა. დასახელებული კატეგორია ნეიროპროცესორების მქონე პერსონალურ კომპიუტერებს, სმარტფონებს, გრაფიკული პროცესორების მქონე სერვერებსა და სპეციალურ სერვისებს აერთიანებს. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე პერსონალური კომპიუტერების წამყვანი მომწოდებლის სტატუსი შეინარჩუნა, რადგან მისმა გლობალურმა წილმა მეოთხე კვარტალში 24.4% შეადგინა.

Lenovo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იანცინ იანგმა განაცხადა, რომ ბრენდის ამჟამინდელი განვითარება სრულად ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია მიზნად მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯამურად $100 მილიარდის შემოსავლის მიღებას ისახავს. როგორც ირკვევა, ამ გეგმის სრულყოფისთვის Lenovo ჰიბრიდული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიას გამოიყენებს. ეს მიდგომა მოიცავს როგორც AI-თი აღჭურვილი პერსონალური მოწყობილობების განვითარებას, ისე კორპორაციულ ბიზნესში მეტად შესვლას.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების ფონზე Lenovo-ს აქციების ფასი 19.32%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია 15.75 ჰონკონგურ დოლარად ($2.02) იყიდება, კაპიტალიზაცია კი დაახლოებით $24 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, Lenovo ჰონკონგში დაფუძნებული ჩინური მულტინაციონალური ტექნოლოგიური კორპორაციაა. ის გლობალურ ბაზარზე სხვადასხვა სახის ციფრულ მოწყობილობებს ყიდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE