მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

BM.GE21 ივლისი, 2026, 20:50|bm.ge

საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - ლიბერთი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი და ტერაბანკი, სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე, Nasdaq Calypso-ზე განახორციელებენ.

აღნიშნული სიახლე Nasdaq-მა მომხმარებლებს ნიუ-იორკის თაიმს სქვერზე განთავსებული ბანერით გააცნო.

Nasdaq Calypso-ის საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით ინერგება. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში და მიზნად ისახავს საბანკო სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და საიმედო სახაზინო ინფრასტრუქტურის შექმნას.

„Nasdaq Calypso-ის პლატფორმაზე გადასვლა ლიბერთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი სახაზინო ოპერაციების ეფექტურობასა და რისკების მართვის შესაძლებლობებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიბერთი ქართულ სახაზინო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ როლსა და პოზიციებს. საერთაშორისო სტანდარტის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას - მუდმივად განვავითაროთ თანამედროვე საბანკო სერვისები ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის. გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ლიბერთის, ისე მთლიანად საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში.“-ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი.

Nasdaq-თან პარტნიორობა საქართველოს საბანკო სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE