მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ლიბერთის” სტაფი ბევრად უფრო დაცულია… რა თქმა უნდა, რაღაცა შეკვეცები იქნება"|ირაკლი რუხაძე
"ლიბერთის” სტაფი ბევრად უფრო დაცულია… რა თქმა უნდა, რაღაცა შეკვეცები იქნება"|ირაკლი რუხაძე

"ლიბერთის” სტაფი ბევრად უფრო დაცულია… რა თქმა უნდა, რაღაცა შეკვეცები იქნება"|ირაკლი რუხაძე

BM.GE30 აპრილი, 2026, 04:14|bm.ge

საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელ ირაკლი რუხაძის განცხადებით, “ბაზის ბანკს” “ლიბერთი ბანკის” ყიდვისას თანამშრომლების წინაშე ვალდებულებები არ აუღია, მაგრამ მიაჩნია, თანამშრომლების შეკვეცა მათ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

"ამ ადამიანებზე დგას ის წარმატებული ბიზნესმოდელი, რის გამოც ბანკი შეიძინეს, ამიტომ ვამბობ, რომ „ლიბერთის“ სტაფი ამ გარიგებისას უფრო დაცულია", - თქვა მან "კაცმანის პოდკასტში" საშა კაცმანის შესაბამისი კითხვის პასუხად.

"ამ სიტუაციაში, გარკვეულწილად, "ლიბერთი" და მისი სტაფი უფრო დაცულია. პირიქით რომ ყოფილიყო და ჩვენ გვეყიდა "ბაზისბანკი", ბევრად უფრო დიდი საშიშროება შეიქმნებოდა, ვთქვათ, "ბაზისის" სტაფისთვის, ვიდრე ახლაა "ლიბერთისთვის". რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი ბანკი ვართ. ეს შეიძლება ციფრებში ყველგან ასე არ ჩანდეს, მაგრამ ჩვენს ოპერაციებსა და მასშტაბს თუ შეხედავთ, "ლიბერთის" 5 700 თანამშრომელი ჰყავს… ფილიალები რომ ავიღოთ, მგონია, უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ყველა სხვა ბანკს ერთად აღებულს. ეს იმიტომ, რომ პენსიონერებს ვემსახურებით, რაც, სხვათა შორის, ძალიან ძვირი სიამოვნებაა; როცა პენსიონერების მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა, ჩვენ გარდა მონაწილეობა არცერთმა ბანკმა არ მიიღო. სწორედ ამიტომ აქვს „ლიბერთის“ ასეულობით ფილიალი და ეს არის ჩვენი ბიზნესმოდელი.

„ბაზისბანკმაც“ ზუსტად ამ ბიზნეს მოდელის გამო იყიდა „ლიბერთი“. ის, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით, ტოლი ბანკები ვართ, ჩვენ უფრო მომგებიანები ვართ და ეს სწორედ ამ აწყობილი სისტემის დამსახურებაა. ამ მოდელს კი სჭირდება ეს ხალხი და ეს ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ყველა დაცული ვერ იქნება და “შეკვეცები იქნება”.

“რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა დაცული ვერ იქნება. მე რომ ვყოფილიყავი რომელიმე ბანკის დირექტორი, ყოველთვის საუკეთესო კადრს შევარჩევდი და არა მაინცდამაინც „ჩემსას“. თუ ორი ფინანსური დირექტორი გყავს, იმას დატოვებ, ვინც უფრო პროფესიონალია, რადგან გინდა, რომ შენი ბანკი საუკეთესო იყოს. დარწმუნებული ვარ, დათო ცაავაც, რომელიც ძალიან ჭკვიანი და პროფესიონალია, ასე შეხედავს საკითხს და დატოვებს საუკეთესოს, რაც კი ორივე ბანკში, თუმცა რაღაც შეკვეცები, რა თქმა უნდა, მაინც იქნება”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი „კოკა-კოლას“ ქარხანას ესტუმრა

„გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი „კოკა-კოლას“ ქარხანას ესტუმრა

BM.GE

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times

BM.GE

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE