მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 19:40|bm.ge

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის ფარგლებში ფონდიდან სულ 699,934 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები გამოვა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის მითითებული. მათ შორის ყველაზე დიდი, 258,821 კვ.მ ფართობის ნაკვეთი სოფელ აღთაკლიაში, Eagle Hills-ის პროექტის მიმდებარედ მდებარეობს.

მთავრობის 21 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდება ექვსი მიწის ნაკვეთი. მათგან ორი ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სამი საგარეჯოში, ხოლო ერთი სოფელ აღთაკლიაში. აღთაკლიაში არსებული ნაკვეთის საკადასტრო კოდია 81.06.13.325, ფართობი კი 258,821 კვ.მ-ია.

# ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი აღწერა ფართობი (კვ.მ.) 1 ონი 88.11.21.272 მიწა 5,249 2 ონი 88.11.21.274 მიწა 1,040 3 საგარეჯო 55.12.69.000.390 მიწა 158,478 4 საგარეჯო 55.28.51.000.132 მიწა 226,458 5 საგარეჯო 55.28.51.000.086 მიწა 49,888 6 სოფელი აღთაკლია 81.06.13.325 მიწა 258,821 ჯამი 699,934

„საქართველოს განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი „საპარტნიორო ფონდის“ სამართალმემკვიდრეა, ლიკვიდაციის პროცესშია. თავდაპირველი გეგმით, ფონდის ლიკვიდაცია 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულებით ეს ვადა 2027 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.

ფონდის დაშლის პროცესში მხოლოდ უძრავი ქონების გადაცემაა საჭირო. ფონდიდან უნდა გამოვიდეს მის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შვილობილი კომპანიაც, მათ შორის სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი ინთერნეიშენალი“, „რუხის სავაჭრო ცენტრი“, „საპარტნიორო ფონდი-მწვანე განვითარება“, „სტარტაპ საქართველო“, „ლიკანის რეზიდენცია“ და „ქართული ნატურალური პროდუქტები“. აღნიშნულ კომპანიებში ფონდი 100%-იან წილს ფლობს.

ამასთან, ფონდს არაერთ კომპანიაში არაკონტროლირებადი წილებიც აქვს. მათ შორისაა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი „ციკლონი“ და რაჭული ლორის მწარმოებელი KSH Caucasian Sous Heritage.

ლიკვიდაციის პროცესის კიდევ ერთი მიმართულება იმ პროექტებს უკავშირდება, სადაც „საქართველოს განვითარების ფონდი“ კრედიტორის როლშია. ფონდის ლიკვიდაციამდე შესაბამის სასესხო შეთანხმებებში ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც ფონდის ნაცვლად კრედიტორად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დარეგისტრირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილიტვ პირველი
  • ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილიაფორმულა
  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE