მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საქართველოს განვითარების ფონდი საკუთარი აქტივების შეფასებისთვის აუდიტორებს ქირაობს
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საქართველოს განვითარების ფონდი საკუთარი აქტივების შეფასებისთვის აუდიტორებს ქირაობს

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საქართველოს განვითარების ფონდი საკუთარი აქტივების შეფასებისთვის აუდიტორებს ქირაობს

BM.GE12 აგვისტო, 2026, 14:00|bm.ge

საქართველოს განვითარების ფონდმა, რომელიც 2026 წლის აპრილიდან ლიკვიდაციის რეჟიმშია საკუთარი აქტივების შეფასებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ეს მოიცავს ფონდის საკუთრებაში არსებული 350,000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთების შეფასებას, ასევე ფონდის საკუთრებაში არსებული 19 ერთეული ავტომობილის ღირებულების შეფასებას.

ტენდერის ღირებულება 34 ათას ლარს შეადგენს და მის ფარგლებში გამარჯვებულმა აუდიტორულმა/შემფასებელმა კომპანიამ ფონდის აქტივები 2026 წლის 7 სექტემბრამდე უნდა შეაფასოს.

ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

# მესაკუთრე ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი აღწერა მიწის ფართი (კვ.მ) 1 შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრი“ სოფელი აღთაკლია 81.06.13.325 მიწა 258,821 2 შპს „ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრი“ სოფელი მაწიმი 54.02.51.243 მიწა და შენობა 60,645 3 შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ სოფელი რუხი 43.10.42.210 მიწა და შენობა 50,785 4 შპს „კსჰ კავკასიან სუს ჰერითიჯ“ სოფელი ღარი 88.11.25.154 მიწა და შენობა-ნაგებობები 43,705 5 შპს „სტარტაპ საქართველო“ სოფელი ღარი 88.11.21.273 მიწა 2,200 6 სს „საქართველოს განვითარების ფონდი“ თბილისი 01.15.05.061.010 მიწა და შენობა 519

"საქართველოს განვითარების ფონდი" 2026 წლის გაზაფხულზე მიღებული კანონმდებლობის ფარგლებში ლიკვიდირდება. ამ ცვლილებების შედეგად დაფუძნდა ახალი კორპორაცია - საქართველოს განვითარების კორპორაცია, რომელმაც ეკონომიკის სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს ფუნქციები გადაიბარა, ამავე სტრუქტურაში უნდა შევიდეს ის ფუნქციებიც, რომლებსაც წარსულში "საპარტნიორო ფონდი", ანუ "საქართველოს განვითარების ფონდი" ასრულებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის ახალი აეროპორტის კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტრო

თბილისის ახალი აეროპორტის კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE

ტენდერის გარეშე, შეზღუდული ვადების გამო - რა დაჯდა დღევანდელი „დიდგორობის“ ორგანიზება?

ტენდერის გარეშე, შეზღუდული ვადების გამო - რა დაჯდა დღევანდელი „დიდგორობის“ ორგანიზება?

BM.GE

რამდენი მილიონი ლარის მოგება აქვს ონლაინკაზინო "კროკობეთს"? - 2025 წლის შედეგები

რამდენი მილიონი ლარის მოგება აქვს ონლაინკაზინო "კროკობეთს"? - 2025 წლის შედეგები

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE