მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის ახალი აეროპორტის კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტრო
თბილისის ახალი აეროპორტის კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტრო

თბილისის ახალი აეროპორტის კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE12 აგვისტო, 2026, 14:29|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გამართა.

შეხვედრაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

ვიზიტის ფარგლებში amd.sigma-ს გუნდი შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

amd.sigma აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩა. ის ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა და სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში.

კომპანია amd.sigma 2019 წლიდან Munich Airport International-ის (MAI) შემადგენლობაშია და მიუნხენის აეროპორტის ჯგუფის გამოცდილებასა და საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობით მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების განვითარების პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, თამარ იოსელიანთან ერთად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხაიმედი
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არისფორმულა
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →სამინისტრო →მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

BM.GE

ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციები - დაკავებულია არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი

ათეულობით მილიონი დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციები - დაკავებულია არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი

BM.GE

რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება

რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმის უკან დაბრუნებას/გადაცვლას? - დადგენილება

BM.GE

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საქართველოს განვითარების ფონდი საკუთარი აქტივების შეფასებისთვის აუდიტორებს ქირაობს

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საქართველოს განვითარების ფონდი საკუთარი აქტივების შეფასებისთვის აუდიტორებს ქირაობს

BM.GE