
ლინდსი გრემის სენატის მანდატი მის დას გადაეცა
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალების შემდეგ ვაკანტურ ადგილზე მისი და, დარლინ გრემ ნორდონი დანიშნა. არსებული ინფორმაციით, გუბერნატორმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადა.
გრემ ნორდონი სენატის მანდატს მიმდინარე ვადის ამოწურვამდე, კერძოდ, იანვრამდე შეინარჩუნებს. როგორც ირკვევა, 62 წლის დარლინ გრემ ნორდონს, რომელიც მანამდე უსინათლოთა კომისიას ხელმძღვანელობდა, საჯარო პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს.
ამასთან, შტატის კანონმდებლობის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის ახალი კანდიდატის გამოსავლენად სპეციალური პრაიმერიზი 11 აგვისტოს გაიმართება. კანდიდატთა რეგისტრაცია 21-დან 28 ივლისამდე პერიოდში იწარმოებს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პრეტენდენტი ხმათა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მეორე ტური 25 აგვისტოს ჩატარდება.
ცნობისთვის, 71 წლის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც აშშ-ის კონგრესში სამ ათწლეულზე მეტხანს მოღვაწეობდა, 11 ივლისს, აორტის გახეთქვის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა.
BM.GE
წყარო: bm.ge