მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Log-in Georgia-ს ფარგლებში დარჩენილია 4500 კმ-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა - “ოუფენნეტი”
Log-in Georgia-ს ფარგლებში დარჩენილია 4500 კმ-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა - “ოუფენნეტი”

Log-in Georgia-ს ფარგლებში დარჩენილია 4500 კმ-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა - “ოუფენნეტი”

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 16:50|bm.ge

პროექტი Log-in Georgia გახანგრძლივდა და მისი დასრულება 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ „ოუფენნეტის“ ხელმძღვანელმა მარიამ სულაბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით უკვე დასრულებული და ოპერირებაშია 2 300 კილომეტრის სიგრძის ქსელი, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჯამში 4 500 კილომეტრამდე სრულად დაკონტრაქტებულია და ამ ეტაპზე პროექტირების პროცესი მიმდინარეობს.

"მოგეხსენებათ, პროექტი Log-in Georgia გახანგრძლივდა და 2027 წლის ბოლოს დასრულდება. დღეის მდგომარეობით დასრულებული და ოპერირებაშია 2300 კილომეტრი, ხოლო დარჩენილი ნაწილი, რომელიც ჯამში შეადგენს 4500 კილომეტრამდე, სრულად არის დაკონტრაქტებული და მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში კონტრაქტორი კომპანიები მშენებლობის ეტაპზე გადავლენ და ვადებში დასრულდება სახელმწიფო ქსელის სრულად მშენებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ქვეყნის ასე ვთქვათ, ინტერნეტ ჰაბის ჩამოყალიბებაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური ოპერატორების განვითარებისათვის და მათი გეგმების განხორციელებისთვის", - განაცხადა სულაბერიძემ.

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების თარიღი, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბერში იყო, ორი წლით გახანგრძლივდება, პროექტის ბიუჯეტი კი თითქმის 40 მლნ დოლარით იზრდება.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ფარგლებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნესნეტგაზეთი
  • ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი მხარდაჭერის ფარგლებში €4.36 მილიარდი გადაურიცხაფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდატვ პირველი
ფარგლებში →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE