მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის მონაწილეობა, ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას უჩენს | ბრიტანეთის ელჩი
ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის მონაწილეობა, ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას უჩენს | ბრიტანეთის ელჩი

ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის მონაწილეობა, ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას უჩენს | ბრიტანეთის ელჩი

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 16:25|bm.ge

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22% დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა BMG-ის გადაცემაში გიორგი ისაკაძესთან და ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში აღნიშნა.

„დიდი ბრიტანეთი უკვე არაერთი წელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთავარი წყაროა. გასულ წელს, 2025 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22% ბრიტანეთიდან იყო. წარსულში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალიც იყო. ეს ნდობის რეალური სიგნალია“, - განაცხადა ელჩმა.

უორდის შეფასებით, ბრიტანელი ინვესტორების ნდობას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. მისი თქმით, ეს ინვესტორებისთვის კორპორაციული მართვისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების გარანტიის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„მთავარი უპირატესობა, ის გვაქვს, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და ეს ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას უჩენს, რომ მათ შეუძლიათ ინვესტიციების ჩადება გამჭვირვალობის, კორპორაციული მართვისა და მდგრადობის მაღალი სტანდარტებით“, - აღნიშნა გარეტ უორდმა.

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს კომპანიების მხრიდან ბრიტანეთის კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესზე. მისი თქმით, მსხვილი ქართული კომპანიები დიდი ბრიტანეთის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას განიხილავენ.

„ჩვენ ვხედავთ მსხვილ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ფიქრობენ დიდი ბრიტანეთის კაპიტალის ბაზრებზე წვდომაზე. ასე რომ, ეს ტენდენციები პოზიტიურია ეკონომიკური პირამიდის წვერზე“, - განაცხადა მან.

ინტერვიუში უორდმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ ერთ მიმართულებად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაც დაასახელა. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოები ფინანსურ რესურსებს, მათ შორის, საქართველოს წამყვანი ბანკების მეშვეობით იღებენ, ხოლო ქართული კომპანიები ბრიტანული კაპიტალისა და ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობებსაც განიხილავენ.

ელჩის განცხადებით, ბრიტანეთის ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ მსხვილი ინვესტიციებით არ შემოიფარგლება და მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების გაფართოება სხვადასხვა სექტორსა და ბიზნესის ზომის კომპანიებს შორის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE