მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლონდონის საფონდო ბირჟა 24-საათიან ვაჭრობაზე გადასვლას გეგმავს
ლონდონის საფონდო ბირჟა 24-საათიან ვაჭრობაზე გადასვლას გეგმავს

ლონდონის საფონდო ბირჟა 24-საათიან ვაჭრობაზე გადასვლას გეგმავს

BM.GE22 ივლისი, 2026, 23:16|bm.ge

ლონდონის საფონდო ბირჟამ 2027 წლის პირველ ნახევარში ღამის ვაჭრობის ახალი პლატფორმის, LSE 24-ის გაშვების გეგმა ოფიციალურად წარადგინა. როგორც ირკვევა, ახალი სავაჭრო სივრცე საწყის ეტაპზე გაცვლით სავაჭრო პროდუქტებზე, მათ შორის ETF-ფონდებზე გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაბიჯი, შესაძლოა, მომავალში აქციებით 24-საათიანი ვაჭრობის დაწყების საფუძველი გახდეს.

როგორც ცნობილია, LSE 24 ძირითადი ბაზრისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს. ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯულია ჰოგეტმა განაცხადა, რომ მომავალში პლატფორმაზე სხვა ფასიანი ქაღალდების, მათ შორის აქციების და ოფციონების განთავსებაც იგეგმება. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება როგორც ადგილობრივი საცალო ინვესტორების, ისე აზიის რეგიონის საერთაშორისო ინსტიტუციური კლიენტების მოთხოვნას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრადიციული ბირჟების მხრიდან სავაჭრო საათების გაფართოება კრიპტოვალუტებისა და სხვა ციფრული აქტივების სწრაფ ზრდას უკავშირდება. LSE-ის გარდა, სავაჭრო დროის გაზრდას სხვა გლობალური ფინანსური გიგანტებიც გეგმავენ. კერძოდ, Nasdaq-ი და Cboe დეკემბერში სამუშაო დღეებში ვაჭრობის 23 საათამდე გაზრდას აპირებენ.

განმარტებისთვის, LSE 24 ლონდონის დროით 17:00 საათიდან 07:50 საათამდე იმუშავებს. ამასთან, დღის დასკვნითი პროცესების განსახორციელებლად 18:30-დან 19:00 საათამდე 30-წუთიანი ტექნიკური პაუზა იმოქმედებს, ხოლო ძირითადი ბაზარი მუშაობას სტანდარტულ რეჟიმში, 08:00-დან 16:30 საათამდე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟა გაერთიანებული სამეფოს მთავარი ფინანსური ინფრასტრუქტურაა, რომელსაც London Stock Exchange Group-ი მართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავსიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

BM.GE

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

BM.GE

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

BM.GE

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

BM.GE