
ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები და კომპანიები - TOP 15
ლუდს თითქმის ყველგან მოიხმარენ, თუმცა მისი მასშტაბური წარმოება სულ სხვა საქმეა.
მსოფლიოს უმსხვილესი ლუდის ბრენდების უკან დგანან ქვეყნები, რომლებიც შიდა მოხმარებისა და საექსპორტო ბაზრებისთვის ყოველწლიურად მილიარდობით ლიტრს აწარმოებენ.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ ქვეყნებსა და კომპანიებს "BarthHaas Report 2024/25"-ის მონაცემების საფუძველზე.
რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტ ლუდს?
ქვეყანა ლუდის წარმოება (მილიარდი ლიტრი) წილი მსოფლიო წარმოებაში (2024) 1 ჩინეთი 34.11 18.2% 2 ამერიკის შეერთებული შტატები 18.43 9.8% 3 ბრაზილია 14.73 7.9% 4 მექსიკა 14.50 7.7% 5 რუსეთი 9.08 4.8% 6 გერმანია 8.40 4.5% 7 იაპონია 4.47 2.4% 8 ესპანეთი 4.13 2.2% 9 სამხრეთ აფრიკა 3.71 2.0% 10 გაერთიანებული სამეფო 3.60 1.9% 11 პოლონეთი 3.44 1.8% 12 ინდოეთი 3.29 1.7% 13 ვიეტნამი 3.14 1.7% 14 კოლუმბია 2.80 1.5% 15 ტაილანდი 2.27 1.2%
2024 წელს ჩინეთმა 34.1 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოვა, რითაც მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი შეინარჩუნა.
ეს მაჩვენებელი გლობალური წარმოების 18.2%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში წარმოებული ყოველი ხუთი ლუდიდან თითქმის ერთი ჩინეთზე მოდის. ჩინეთმა იმაზე მეტი ლუდი აწარმოვა, ვიდრე აშშ-მა და ბრაზილიამ ერთად.
რომელი კომპანია აწარმოებს ყველაზე მეტ ლუდს?
რაც შეეხებათ კომპანიებს, გლობალურად ლუდსახარშები გეოპოლიტიკური სირთულეების, ნედლეულის გაძვირებული ფასებისა და მომხმარებელთა მუდმივად ცვალებადი გემოვნების წინაშე დგანან.
BarthHaas-ს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს TOP 40-მა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ 2024 წელს ერთობლივად 1,638.82 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა, რაც 0.6%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე (1,648.71 მილიონი ჰექტოლიტრი).
რეიტინგში, რომელიც კომპანიებს წარმოების მოცულობის მიხედვით აჯგუფებს, პირველი თერთმეტი პოზიცია უცვლელი დარჩა 2023 წელთან შედარებით. ლიდერის პოზიციას კვლავ AB InBev-ი იკავებს, რომელმაც 2024 წელს შთამბეჭდავი რაოდენობის - 495.49 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა. მეორე ადგილზე ნიდერლანდური Heineken-ია 240.7 მილიონი ჰექტოლიტრით, ხოლო მესამე პოზიციას ჩინური China Res. Snow Breweries-ი იკავებს, რომლის წარმოებამაც გასულ წელს 108.8 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ლიდერმა კომპანიამ 2024 წელს წარმოების მცირედი კლება დააფიქსირა, მათ მაინც წამყვანი 40 კომპანიის მთლიანი წარმოების ნახევარზე მეტი წილი უკავიათ.
2023 წლის მსგავსად, გერმანიამ კომპანიების TOP 40-ში ექვსი ადგილი დაიკავა - იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.
კომპანია ქვეყანა ლუდის წარმოება 2024 წელს (მლნ ჰექტოლიტრი) 1 AB InBev ბელგია 495.49 2 Heineken ნიდერლანდები 240.70 3 China Res. Snow Breweries ჩინეთი 108.80 4 Carlsberg დანია 101.20 5 Molson Coors აშშ / კანადა 79.62 6 Tsingtao Brewery Group ჩინეთი 75.38 7 Asahi Group იაპონია 65.00 8 BGI / Groupe Castel საფრანგეთი 44.00 9 Yanjing ჩინეთი 40.00 10 Efes Group თურქეთი 38.70 11 Constellation Brands აშშ 35.00 12 Baltika რუსეთი 23.60 13 Diageo (Guinness) ირლანდია 22.95 14 Kirin იაპონია 22.90 15 Grupo Petrópolis ბრაზილია 20.00
BM.GE
წყარო: bm.ge