მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი
ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 18:12|bm.ge

პარიზის ლუვრის მუზეუმში ორმა მამაკაცმა, ლეონარდო და ვინჩის შედევრის, მონა ლიზას გვერდით, კედელზე წებოვანი ლენტით (სკოჩით) საკუთარი ორი ნახატი მიაწება.

ნახატები, რომელთა ზომაც 30/40 სანტიმეტრზე იყო, ასახავდა თავად ამ მამაკაცებს ერთ-ერთ ნახატზე ერთ-ერთი მათგანი აბჯარში იყო გამოსახული, ხოლო მეორეზე ორივე მათგანი ქალის თანხლებით იყო წარმოდგენილი.

მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურმა ორივე პირი ადგილზევე დააკავა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ისინი კედლის მცირედით დაზიანების ბრალდებით დააკავეს. პოლიციის მიერ დაკითხვისას მათ განაცხადეს, რომ ეს ქმედება „გართობის მიზნით“ ჩაიდინეს.

პოლიციის წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც მუზეუმი კედლის დაზიანების გამო ოფიციალურ საჩივარს შეიტანს, ორივე პირს სასამართლოში დაიბარებენ.

თავად მონა ლიზა, რომელიც სქელი დამცავი მინის მიღმა ინახება, ინციდენტის შედეგად არ დაზიანებულა.

საფრანგეთის მუზეუმებსა და გალერეებში მომხდარი ძარცვების სერიის შემდეგ, ლუვრის ადმინისტრაცია განსაკუთრებით გაძლიერებულ მზადყოფნაშია. გასული წლის ოქტომბერში ლუვრი თავად გახდა თავდასხმის სამიზნე, როდესაც დღის სინათლეზე მუზეუმიდან მილიონობით დოლარის ღირებულების რვა დასახელების საიუველირო ნაკეთობა მოიპარეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი

იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი

BM.GE

წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი საწვავზე ფასების ზრდაა | სების თვის მიმოხილვა

წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი საწვავზე ფასების ზრდაა | სების თვის მიმოხილვა

BM.GE

China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო

China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო

BM.GE

"თბილვაიამშენმა" 52 მილიონი ლარის მოგება მიიღო - ფინანსური ანგარიში

"თბილვაიამშენმა" 52 მილიონი ლარის მოგება მიიღო - ფინანსური ანგარიში

BM.GE