მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თბილვაიამშენმა" 52 მილიონი ლარის მოგება მიიღო - ფინანსური ანგარიში
"თბილვაიამშენმა" 52 მილიონი ლარის მოგება მიიღო - ფინანსური ანგარიში

"თბილვაიამშენმა" 52 მილიონი ლარის მოგება მიიღო - ფინანსური ანგარიში

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 22:15|bm.ge

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა შპს "თბილავიამშენმა" 2025 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ გასული წელი 51.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, შედარებისთვის კომპანიას 2024 წელს მხოლოდ 1.6 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგების გაუმჯობესება დაკავშირებული იყო თბილავიამშენის აქტივების განახლებულ შეფასებასთან. კომპანიის აქტივები, რაც თბილისში ათიათასობით კვადრატული მეტრის უძრავ ქონებას მოიცავს გადაფასდა, რამაც აღნიშნული მიმართულებით 218 მილიონი ლარის მატება წარმოშვა. კომპანიის და მისი შვილობილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 441,385 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. აქტივების განახლებული ღირებულება თავის მხრივ აისახა კომპანიის მოგება-ზარალის უწყისში.

თავის მხრივ თბილავიამშენი და მისი შვილობილი კომპანიები დაკავებული არიან როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული საჰაერო ხომალდების და სხვა საჰაერო შეიარაღების მიმდინარე და კაპიტალური რემონტით, ასევე სხვა სახელმწიფოების საავიაციო ტექნიკის კაპიტალური რემონტით. ეს მოიცავს როგორც Mi-8, Mi-17, Mi-24 და Mi-35 ყველა მოდიფიკაციის ვერტმფრენების კაპიტალური რემონტს და მოდერნიზებას, ასევე Su-25, Su-25UB, L-39 და An-2 ტიპის თვითმფრინავების სარემონტო და ტექნიკური მომსახურებას. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათი საქმიანობა ასევე მოიცავს R-60 და R-73 ტიპის რაკეტების წარმოებას და რემონტს.

რაც შეეხება საოპერაციო ფინანსურ მაჩვენებლებს, 2025 წელს კომპანიამ 21.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო მომსახურების გაწევიდან (2024-ში 34.3 მლნ ლარი), რომ არა კომპანიის აქტივების გადაფასება კომპანიის მოგება 51.7 მლნ ლარის ნაცვლად 5 მლნ ლარის ფარგლებში იქნებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • ამოღებულია 28 040 ლარის უაქციზო სიგარეტი და 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა - დაკავებულია ერთი პირიტვ პირველი
  • ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →მილიონი →

მსგავსი სტატიები

წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი საწვავზე ფასების ზრდაა | სების თვის მიმოხილვა

წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი საწვავზე ფასების ზრდაა | სების თვის მიმოხილვა

BM.GE

China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო

China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო

BM.GE

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესი არ არის, ვლინდება სელექციური მიდგომა - ევროკომისია

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესი არ არის, ვლინდება სელექციური მიდგომა - ევროკომისია

BM.GE

ფინანსთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ფინანსთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE