მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს

m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს

BM.GE9 ივნისი, 2026, 15:04|bm.ge

დეველოპერული კომპანია m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საქმიანობას განახლებული სტრატეგიული ხედვით, გრძელვადიანი ზრდის გეგმებითა და ბაზარზე პოზიციების შემდგომი გაძლიერების მიზნით განაგრძობს.

2026 წლის 5 ივნისს დასრულებული ტრანზაქციის შედეგად, კომპანიის მფლობელები ლაშა კვაჭაძე და დიმიტრი ადამია გახდნენ. ისინი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, კომპანიის ლიდერული პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაზე იქნებიან ორიენტირებულები.

ლაშა კვაჭაძე “ბლოქსთოუნ კაპიტალის” დამფუძნებელია. „ბლოქსთოუნ კაპიტალი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ საინვესტიციო ჯგუფს, რომლის ინტერესებიც მოიცავს სამშენებლო და დეველოპერულ მიმართულებებს, ენერგეტიკას, ციფრულ პლატფორმებსა და სხვადასხვა სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებს.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით. m² ერთ-ერთი ძლიერი და სანდო ბრენდია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში და მოხარულები ვართ, რომ ინვესტიციას ვდებთ მისი განვითარების ახალ ეტაპში. ჩვენი მიზანია, კომპანიას შევუქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ზრდისთვის, ახალი პროექტებისა და ინოვაციების განხორციელებისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს პარტნიორებსა და გუნდს ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით დასრულებისთვის“, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე.

m²-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დიმიტრი ადამია დაიკავებს.

„m2 საქართველოს დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. მისი მთავარი ძალა მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებლების ნდობაა. ჩვენი ამოცანაა იმ სტანდარტებისა და ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერება, რომლებმაც m2 ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად აქცია. მისი განვითარების ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის.” - აცხადებს m²-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი ადამია.

m² წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უძრავი ქონების სექტორის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის თანამედროვე ურბანული განვითარების პროცესში.

კომპანია საქმიანობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს და განვითარების ახალი ეტაპის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას გააცნობს სამომავლო განვითარების ხედვასა და დაგეგმილ პროექტებს. ახალი ეტაპი მიმართული იქნება კომპანიის ზრდის, ახალი პროექტების განვითარებისა და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მისი პოზიციების გაძლიერებისკენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის მოსამართლემ სამუშაო ვიზებზე $100-ათასიანი მოსაკრებლის დაწესების შესახებ ტრამპის გეგმა დაბლოკა

აშშ-ის მოსამართლემ სამუშაო ვიზებზე $100-ათასიანი მოსაკრებლის დაწესების შესახებ ტრამპის გეგმა დაბლოკა

BM.GE

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტი შეიმუშავა, რომელიც რუსულ საბანკო სექტორს შეეხება

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტი შეიმუშავა, რომელიც რუსულ საბანკო სექტორს შეეხება

BM.GE

"სვანეთში ლიფსიტა კრიპტოფერმებია, ვეშაპები სხვაგან დაცურავენ"|რატომ უნდა აიკრძალოს მაინინგი თიზ-ებში?

"სვანეთში ლიფსიტა კრიპტოფერმებია, ვეშაპები სხვაგან დაცურავენ"|რატომ უნდა აიკრძალოს მაინინგი თიზ-ებში?

BM.GE

სამხრეთ კორეამ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების გეგმა დაამტკიცა

სამხრეთ კორეამ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების გეგმა დაამტკიცა

BM.GE