მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მადრიდში საცხოვრებელი სახლების ფასების მკვეთრი მატება ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა
მადრიდში საცხოვრებელი სახლების ფასების მკვეთრი მატება ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა

მადრიდში საცხოვრებელი სახლების ფასების მკვეთრი მატება ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა

BM.GE25 მაისი, 2026, 18:24|bm.ge

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების მკვეთრი ზრდა ათასობით მოქალაქემ ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტა.

მათ დემონსტრაციებს წინ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, Eurostat-ის მიერ იმ მონაცემების გამოქვეყნება უძღოდა, რომლის თანახმადაც 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ღირებულება წლიურად თითქმის 13%-ით გაიზარდა.

როგორც გაირკვა, ეკონომიკური ბუმის მიუხედავად, მაღალმა ფასებმა ადგილობრივი მოსახლეობა ბაზრიდან სრულიად განდევნა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მადრიდსა და ბარსელონაში დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია ესპანეთის ცენტრალური ბანკის ცნობებმაც, რომ ბაზარზე მოთხოვნასთან შედარებით 700 ათასი საცხოვრებელი სახლის დეფიციტი ფიქსირდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, არსებული დინამიკა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური მთავრობისთვის 2027 წლის არჩევნების წინ სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევას შექმნის.

როგორც ესპანური მედია წერს, უძრავი ქონების კრიზისი ქვეყანაში საიჯარო ბაზარზე საზოგადოებრივი სექტორის მცირე წილმა და ტურიზმისა და იმიგრაციის ფონზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. დემონსტრანტები ტურისტულ იჯარებზე კონტროლის გამკაცრებას და ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებლების უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაბალი ხელფასებისა და მაღალი ტარიფების გამო ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი ბინის ქირაობა შეუძლებელი გახდა. პარალელურად, მოქალაქეები მესაკუთრეების მხრიდან ფასების ხელოვნურ მატებასა და ბინებიდან იძულებითი გამოსახლების მზარდ ტენდენციაზეც საუბრობენ.

რაც შეეხება ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს, ესპანეთის მთავრობამ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობისა და ახალგაზრდების დახმარების მიზნით €7 მილიარდის ($8.23 მლრდ.) ღირებულების მასშტაბური გეგმა დაამტკიცა. ეს სტრატეგიული ნაბიჯი მიზნად საცხოვრებელი ფართების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. თუმცა, დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ სანჩენის კაბინეტი არასაკმარის ნაბიჯებს დგამს ადგილობრივების ინტერესების დასაცავად.

ცნობისთვის, ესპანეთში საცხოვრებელი სახლების მაღალი ღირებულების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა

BM.GE

ტრამპის საინვესტიციო ანგარიშიდან 3,711 ტრეიდი განხორციელდა

ტრამპის საინვესტიციო ანგარიშიდან 3,711 ტრეიდი განხორციელდა

BM.GE

ბელგრადში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე 180 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

ბელგრადში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე 180 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

BM.GE

"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა

"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE