მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება|მინისტრი
მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება|მინისტრი

მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება|მინისტრი

BM.GE12 ივნისი, 2026, 03:00|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველოს მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება.

ამის შესახებ მან "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრობდა.

"ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გზებისთვის ერთ-ერთი პრობლემა არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას... ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური მიდგომის ერთი ნაწილი. გეგმაზომიერად მივუყვებით რეფორმების კურსს", - თქვა მინისტრმა, თუმცა სასწორების დამონტაჟების ვადა არ დაუკონკრეტებია.

პირველ არხთან რევაზ სოხაძემ ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნაზეც.

"სახელმწიფო ვერ მოუვლის 6000 კილომეტრს - ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, მაგრამ მაგისტრალის ცენტრალურ ხერხემალზე სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი" - თქვა მან, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ გზების-მოვლა შენახვის კერძო სექტორში არსებული სისტემა და ანაზღაურების მოდელი შეიცვლება.

[გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნით] საუბარი კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე, არარელევანტურია, თუმცა ერთია ამ [სახელმწიფო კომპანიის] შექმნა, მაგრამ ჩვენ რეფორმა თავიდან ბოლომდე გვაქვს გააზრებული და კერძო კომპანიები სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში, იქაც შევცვლით სისტემას და კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით მოხდება ანაზღაურება", - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE