მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაისში მობილურ ოპერატორებს შემოსავალი ₾84 მლნ-მდე გაეზარდათ - რეიტინგი
მაისში მობილურ ოპერატორებს შემოსავალი ₾84 მლნ-მდე გაეზარდათ - რეიტინგი

მაისში მობილურ ოპერატორებს შემოსავალი ₾84 მლნ-მდე გაეზარდათ - რეიტინგი

BM.GE8 ივლისი, 2026, 19:55|bm.ge

მობილური მომსახურების ბაზარი ზრდას განაგრძობს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მობილური მომსახურების აბონენტების ჯამურმა რაოდენობამ 5.94 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან (5.7 მილიონი) შედარებით 4%-იანი ზრდაა.

აბონენტების რაოდენობის მატების პარალელურად, 8.6%-ით გაიზარდა ბაზრიდან მიღებული ჯამური შემოსავალიც და მან 83.6 მლნ ლარი შეადგინა (გასული წლის მაისში ეს მაჩვენებელი 77 მილიონი ლარი იყო).

ქართულ მობილურ ბაზარზე კვლავ „მაგთიკომი“ ლიდერობს როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლებით:

• მაგთიკომი: კომპანიის აბონენტების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა და 2.46 მილიონს მიაღწია. შემოსავლებმა კი 7.4%-იანი ზრდით 38.9 მლნ ლარს გადააჭარბა. „მაგთიკომი“ ბაზრის 41.5%-ს ფლობს აბონენტების და 46.6%-ს შემოსავლების მიხედვით. • სილქნეტი: აბონენტების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა და 2.11 მილიონი შეადგინა, ხოლო შემოსავლები 8%-ით — 28.9 მლნ ლარამდე გაიზარდა. კომპანია ბაზრის 35.6%-ს იკავებს აბონენტების რაოდენობით და 34.6%-ს შემოსავლებით. • სელფი: აბონენტების რაოდენობა 2.5%-ით გაიზარდა (1.35 მილიონი). აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ყველაზე მაღალი, 13%-იანი ზრდა აჩვენა შემოსავლებში და 15.7 მლნ ლარს მიაღწია. მისი ბაზრის წილი აბონენტებით 22.7%-ია, ხოლო შემოსავლებით - 18.7%.

მობილური ინტერნეტის ყველა მაჩვენებელი მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ქვეყანაში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.6 მილიონ აბონენტს მიაღწია, რაც 13%-იანი ზრდაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

BM.GE

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE