
მაისში ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 631 ადამიანის მიმართ დაიწყო
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 2 631 პირის მიმართ დაიწყო.
დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრადიციულად თბილისშია - 953 პირი (36%).
საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შემდეგი ტიპის დანაშაულები იყო ჩადენილი:
• ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები: მაისში განსაკუთრებით მაღალი იყო ოჯახური ძალადობის შემთხვევები, ჯამში (სსკ-ის 126¹ მუხლი) 195 შემთხვევა და ფიზიკური ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) - 172 შემთხვევა. • დანაშაული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ: ამ კატეგორიაში მკვეთრად ჭარბობს მუქარა (სსკ-ის 151-ე მუხლი), რაზეც დევნა 244 პირის მიმართ დაიწყო. • დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ: ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ქურდობასა (სსკ-ის 177-ე მუხლი) და თაღლითობას. • მძიმე დანაშაულები სიცოცხლის წინააღმდეგ: მაისის თვეში მკვლელობის მცდელობისთვის დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, განზრახ მკვლელობისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) - 5 პირის, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის - 3 პირის მიმართ.
საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის 14 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატიმრო ადგილების ლიმიტი 12 332-ს შეადგენს.
სისტემაში მყოფ პირთა 23%-ს (2 825 პირი) ბრალდებულები (პირები, რომელთა მიმართაც ჯერ არ არის გამოტანილი საბოლოო განაჩენი) შეადგენენ, ხოლო 76.7%-ს (9 310 პირი) - მსჯავრდებულები.
ბრალდებულთა უდიდესი ნაწილი - 67.5% (1 908 პირი) თავმოყრილია გლდანის საპყრობილე, რაც მას ქვეყნის მთავარ საგამოძიებო იზოლატორად აქცევს. ქვეყნის 14 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთო საპატიმრო ადგილების ლიმიტი 12 332-ს შეადგენს.
რაც შეეხება უცხოელებს, საქართველოს საპატიმროებში მაისის თვის ბოლოს 71 სხვადასხვა ქვეყნის 1 801 მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი იმყოფებოდა, რაც საერთო კონტინგენტის მნიშვნელოვან წილს - 14.8%-ს შეადგენს. უცხოელ პატიმართა შორის რაოდენობრივად ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: