მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

BM.GE15 მაისი, 2026, 20:50|bm.ge

თიბისი კაპიტალი და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მართავენ მაკრო-სექტორულ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და სექტორულ განახლებებს უზიარებენ. ამ ფორმატში მორიგი ღონისძიება - „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - გაიმართა.

შეხვედრა თიბისის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ AmCham-ის წევრი კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გართულდა. წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პროგნოზები შეცვალა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებითი წნეხი შექმნა - ნავთობის ტრანზიტი 10%-მდე შემცირდა, რაც ინფლაციის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის.

ამ ფონზე, საქართველო მდგრად პოზიციას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 7.4%-ით გაიზრდება, რასაც ძირითადად ექსპორტის ზრდა განაპირობებს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, თიბისი კაპიტალის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი დადებითი ტენდენციებით ხასიათდება - 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა 18.7%-ით, ხოლო ფასები 5.6%-ით გაიზარდა. ზრდას განაგრძობს ტურიზმიც - პირველ კვარტალში სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 830 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შუა კორიდორზე გაზრდილი მოთხოვნაც, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები ირანის გვერდის ავლით ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს აქტიურად ეძებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE