მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაკრონმა დიდი შვიდეულის სამიტზე საუდის არაბეთის პრინცი და კატარის ემირი მიიწვია
მაკრონმა დიდი შვიდეულის სამიტზე საუდის არაბეთის პრინცი და კატარის ემირი მიიწვია

მაკრონმა დიდი შვიდეულის სამიტზე საუდის არაბეთის პრინცი და კატარის ემირი მიიწვია

BM.GE11 ივნისი, 2026, 00:43|bm.ge

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი და კატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ალ ტანი მომავალ კვირას დაგეგმილ დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტზე ოფიციალურად მიიწვია.

არსებული ინფორმაციით, კატარის ლიდერი შეთავაზებას უკვე დათანხმდა, საუდის არაბეთის პრინცს კი მონაწილეობასთან დაკავშირებით პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ევაინ-ლე-ბენში გასამართ G7-ის შეხვედრას, გარდა ძირითადი წევრებისა, არაერთი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ეგვიპტის ლიდერიც დაესწრება. პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი საფრანგეთში ქვეყანას პარტნიორი სტატუსით წარმოადგენს.

მსოფლიო ლიდერების სამიტზე განსახილველი მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისი და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხი იქნება. როგორც ირკვევა, მომავალ სამშაბათს დაგეგმილ დისკუსიაში სპარსეთის ყურის არაერთი ქვეყნის ლიდერი გეგმავს ჩართვას. ისინი არსებულ ვითარებაზე და გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის აღნიშნულ რეგიონში ვითარება ისრაელსა და ირანს შორის განახლებული ორმხრივი დარტყმების გამო მკვეთრად გამწვავდა. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომელმაც ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების გამო თეირანის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარების ბრძანება გასცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

BM.GE

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE