მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE31 ივლისი, 2026, 18:09|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

სეს-ის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე მ. ფ. (მარნეული, სოფელი კირიხლო), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

"გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა", - აცხადებენ სეს-ში.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • სოფელ მანავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნაიმედი
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

BM.GE

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

BM.GE

ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

BM.GE

ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა

ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა

BM.GE