მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მალტის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ChatGPT Plus უფასო გახადა
მალტის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ChatGPT Plus უფასო გახადა

მალტის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ChatGPT Plus უფასო გახადა

BM.GE19 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

მალტის მთავრობამ და OpenAI-მ ახალი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს ChatGPT Plus-ის ფასიან ვერსიაზე ერთწლიან უფასო წვდომას სთავაზობს. როგორც ირკვევა, ეს არის ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის პირველი მსგავსი პარტნიორობა ეროვნულ მთავრობასთან, რომელიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ უფასო გამოწერის მისაღებად, მალტის ონლაინ იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა უფასო ონლაინ კურსი უნდა გაიარონ. პროგრამის პირველი ფაზა მიმდინარე წლის მაისში ჩაეშვება, ხელმისაწვდომობის მართვას კი მალტის ციფრული ინოვაციების სააგენტო უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საგანმანათლებლო კურსი, სახელწოდებით „AI ყველასთვის“, მალტის უნივერსიტეტმა შეიმუშავა. აღნიშნული კურსი ადამიანებს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, რა შესაძლებლობები თუ შეზღუდვები აქვს მას და როგორ უნდა გამოიყენონ ის პასუხისმგებლობით პირად თუ სამუშაო გარემოში.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციას, მალტის ეს ნაბიჯი იმ მზარდი მიდგომის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებისა და მოსახლეობაში ნდობის ამაღლების პრაქტიკულ გზებს ეძებენ.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ისლანდია ყოფილა, სადაც კომპანია Anthropic-მა გასულ წელს სპეციალური პროექტი წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა ისლანდიის ყველა მასწავლებლისათვის Claude AI-ზე წვდომის მიცემას ითვალისწინებდა, რაც მათ გაკვეთილების დაგეგმვასა და ადმინისტრაციულ საქმიანობაში ეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE