
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი გახდა
BM.GE|bm.ge
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"მარიამ ქვრვივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა პრემიერმა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge