მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში ქართული ღვინის ექსპორტის პოტენციალზე ვისაუბრეთ | წელს ბაზარზე მხოლოდ 200 ლიტრი ღვინო გაიყიდა
მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში ქართული ღვინის ექსპორტის პოტენციალზე ვისაუბრეთ | წელს ბაზარზე მხოლოდ 200 ლიტრი ღვინო გაიყიდა

მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში ქართული ღვინის ექსპორტის პოტენციალზე ვისაუბრეთ | წელს ბაზარზე მხოლოდ 200 ლიტრი ღვინო გაიყიდა

BM.GE23 ივლისი, 2026, 16:24|bm.ge

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქართული ღვინის ექსპორტი განიხილეს.

მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

„მინისტრებს ვესაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე. ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ, როგორ უნდა გაღრმავდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ღვინოს და იმ პოტენციალს, რომელიც მის ექსპორტს სინგაპურის ბაზარზე აქვს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სინგაპურის კერძო და საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული შესაძლებლობები წარუდგინეს. მინისტრი მიიჩნევს, რომ გამართული შეხვედრები მომავალში კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე სინგაპურის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან სინგაპურში მხოლოდ 0.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 200 ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 99%-ზე მეტით შემცირებული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ სინგაპურში 148.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 3.9 ტონა ღვინო გაიტანა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უმუშევრობა მცირდება, მაგრამ დასაქმება არ იზრდება - რა ხდება შრომის ბაზარზე?

უმუშევრობა მცირდება, მაგრამ დასაქმება არ იზრდება - რა ხდება შრომის ბაზარზე?

BM.GE

ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება

ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება

BM.GE

ტრამპის წარმომადგენლებს მოსკოვში აშშ-ის ხაზინის სანქციების მიმართულების მაღალჩინოსანიც ახლდა

ტრამპის წარმომადგენლებს მოსკოვში აშშ-ის ხაზინის სანქციების მიმართულების მაღალჩინოსანიც ახლდა

BM.GE

ბიზნესში ცალმხრივი დიქტატი უნდა დასრულდეს - ალექსანდრე რატიშვილი “არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის” კანონპროექტს მიესალმება

ბიზნესში ცალმხრივი დიქტატი უნდა დასრულდეს - ალექსანდრე რატიშვილი “არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის” კანონპროექტს მიესალმება

BM.GE