მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება

BM.GE22 მაისი, 2026, 03:25|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს დღეებში გაიხსნება.

როგორც მან „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას თქვა, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის".

მისი თქმით, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის მხარე მოტივირებული იყო, რომ პროექტი, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებულიყო.

„ეს არის ისტორიული პროექტის ტექნიკური ნაწილის დასასრული. ორივე მხარე მოტივირებულები ვიყავით, რომ ძალიან სწრაფად მომხდარიყო ტექნიკური თუ კომერციული საკითხის ჩახურვა და მოლაპარაკებების დასრულება. მოხარული და ამაყი ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ პროექტის სრულ ექსპლუატაციაში მიღების პროტოკოლს. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე ოფიციალური გახსნა აღნიშნული პროექტის.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და აზერბაიჯანისთვის, ასევე, თურქეთის რესპუბლიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალი მარშრუტი იხსნება, რომელიც დააკავშირებს ევროპას აზიასთან, მათ შორის დააკავშირებს აზერბაიჯანს-თურქეთთან, საქართველოს-თურქეთთან, თურქეთს -ჩინეთთან და ა.შ. და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი ფუნქციონირებას მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს. როგორც კობახიძემ თქვა, „მთლიანობაში დაფუძნდება ერთობლივი საწარმო ქართულ-აზერბაიჯანული და ამ ფორმატში იქნება უზრუნვლეყოფილი რკინიგზის ოპერირება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE