მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 20:24|bm.ge

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრაზე ქვრივიშვილმა ანაკლიის პორტსა და ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილ მშენებლობაზე ისაუბრა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული პროექტები განიხილეს.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში. საუბარი შეეხო სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც 2026 წლის 9 თვის მონაცემებით, 14%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის - ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • „ჩვენ ახლა ვიწყებთ“ — უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყირიმის ხიდზე მიტანილი იერიში შეაფასაფორმულა
  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​რუსთავი 2
  • მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილინეტგაზეთი
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა

Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

BM.GE

9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 3.9 მლნ შემთხვევა გამოვლინდა|შსს

9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 3.9 მლნ შემთხვევა გამოვლინდა|შსს

BM.GE

საქართველოს ბანკი ქუთაისში განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქმნის

საქართველოს ბანკი ქუთაისში განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქმნის

BM.GE