მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს
ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 20:10|bm.ge

2026 წლის BEYOND Developments GLOBE SOCCER-ის დაჯილდოებისთვის ხმის მიცემა დაიწყო. საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა წარდგენილი. ხმის მიცემა ამ ბმულიდან არის შესაძლებელი.

პრესტიჟული ჯილდოები 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბებს გამოავლენს.

ონლაინ-კენჭისყრა უკვე გაიხსნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ გულშემატკივრებს საკუთარი ფავორიტების არჩევა შეუძლიათ. ხმის მიცემის პირველი ეტაპი 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, დაჯილდოების ცერემონია კი 28 დეკემბერს დუბაიში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდებიან 2025/26 წლების სეზონის ესპანური ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენლები - LALIGA Awards-ის გამარჯვებულები.

ნომინანტთა 26-კაციანი სია ასე გამოიყურება: დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია და ფაბიან რუისი. პრეტენდენტებს შორის არიან ესპანელი ფეხბურთელები პაუ კუბარსი, როდრი და ლამინ იამალი, ასევე კილიან მბაპე, ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი და ლიონელ მესი.

საუკეთესო თავდამსხმელის კატეგორიაში წარდგენილნი არიან: მესი, მბაპე, ჰოლანდი, კეინი და ლაუტარო მარტინესი.ნახევარმცველებს შორის გამორჩეული კანდიდატები ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე, პედრი, მარტინ ოდეგორი, რაიან შერკი, ენცო ფერნანდესი და ნიკო პასი არიან.

დიდი ინტერესი იქნება საუკეთესო მცველის ნომინაციის მიმართაც. კანდიდატებს შორის პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელია, ასევე პაუ კუბარსი, უილიამ სალიბა, გაბრიელ მაგალიაეში, დაიო უპამეკანო და ფედერიკო დიმარკო. აღსანიშნავია, რომ დიმარკო ერთადერთი ნომინანტია ამ კატეგორიაში, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.

საუკეთესო მეკარის ჯილდოსთვის კი ერთმანეთს კვლავ უნაი სიმონი და ემილიანო მარტინესი დაუპირისპირდებიან.

მამაკაცთა საუკეთესო კლუბის წოდებისთვის პსჟ, „ინტერი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ფლამენგო“, ლონდონის „არსენალი“, „ასტონ ვილა“ და საუდის არაბეთის „ალ-აჰლი“ იბრძოლებენ.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტთა სიაში კი ლუის ენრიკე, ლუის დე ლა ფუენტე, მიკელ არტეტა, უნაი ემერი, კრისტიან კივუ და სესკ ფაბრეგასი მოხვდნენ.

ახალგაზრდა ტალანტებისთვის დაწესებული ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოსთვის 14 ფეხბურთელი იბრძოლებს. მათ შორის არიან პაუ კუბარსი, არდა გიულერი, ენდრიკი, ლენარტ კარლი და უორენ ზაირ-ემერი.

2026 წლის დაჯილდოების ერთ-ერთი სიახლე გულშემატკივართა რჩეული ისტორიული კლუბის ნომინაციაა, რომელიც პირველად ჩატარდება და იმ გუნდებს გამოავლენს, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს. 16 ნომინანტს შორის არიან მადრიდის „რეალი“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბენფიკა“, ბუენოს აირესის „ბოკა ხუნიორსი“ და „ფლამენგო“.

14 ნომინაციიდან 12-ში გულშემატკივრებს ხმის მიცემა 30 ნოემბრამდე ოფიციალურ ვებგვერდზე — vote.globesoccer.com შეეძლებათ. მეორე ეტაპზე კი საზოგადოებრივი კენჭისყრის შედეგები Globe Soccer-ის ჟიურის ხმებს დაემატება. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო ფეხბურთის ცნობილი წარმომადგენლები არიან, მათ შორის - მარჩელო ლიპი, ანტონიო კონტე, იკერ კასილიასი და ლუიშ ფიგუ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

BM.GE

Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა

Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა

BM.GE

9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 3.9 მლნ შემთხვევა გამოვლინდა|შსს

9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 3.9 მლნ შემთხვევა გამოვლინდა|შსს

BM.GE