მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი
მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი

მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 22:29|bm.ge

მარიჯანის N2-ში მშენებლობასთან დაკავშირებით „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული მენაშენეები ეკატერინე ხვედელიძეს ღია წერილით მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.

წერილში გამოთქმულია ეჭვი, რომ მშენებლობის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ქონება მესამე პირის ინტერესს ეწირება.

"ქალბატონო ეკატერინე, პატივისცემით მოგესალმებით ცენტრ პოინტის, კერძოდ, მარიჯანის ობიექტის დაზარალებულების 433 ოჯახის სახელით.

ქალბატონო ეკატერინე, მარიჯანის დაზარალებულები ორ ათეულ წელზე მეტია ველოდებით მის აშენებას. ჩვენს შორის მრავლად არიან ემიგრანტები, რომლებიც ელოდებიან საკუთარ სახლებს, რომ დაუბრუნდნენ სამშობლოსა და ოჯახებს. ამ დროის მანძილზე, სამწუხაროდ ჩვენს რიგებს გამოაკლდა მრავალი ადამიანი, ბევრიც უკიდურეს გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს.

2021 წელს მარიჯანი გამოცხადდა სოციალურ პროექტად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ობიექტის აშენებას განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნებოდა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. სამშენებლო კომპანია „ნექსთ დორს“, რომელიც ინვესტორად მოიძია მერიამ, არ მიეცა საშუალება დაეწყო მშენებლობა. ამ წლების განმავლობაში მოხერხდა მხოლოდ უკვე აშენებული კორპუსის დემონტაჟი.როგორც ჩვენ განგვიცხადეს შენობა საფრთხის შემცველი იყო. ახალი კორპუსის აშენება კი, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, ჯერაც არ დაწყებულა. მხოლოდ მშენებლობის ნებართვის აღებას მრავალი წელი დასჭირდა და უამრავი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ 2025 წლის აპრილში გაიცა. თუმცა ისიც ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა და დაიწყო ჩვენი წამების ახალი ეტაპი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩნდებოდა ახალი ბარიერები, ჩვენს გაჭირვებას ზედ დაერთო 2026წლის ზაფხულში უხვი ნალექების შედეგად ძველი კატლავანის ფერდის ჩამოშლა.

ამჟამად, მშენებლობის ნებართვა ისევ შეჩერებულია და ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც როგორც გამოცდილებით ვიცით მრავალი თვე და ხშირად წლებიც სჭირდება.

ქალბატონო ეკატერინე, მრავალწლიანი ტანჯვის მერე გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. სხვანაირად აუხსნელია ამდენწლიანი გადაულახავი ბიუროკრატია. მაგალითისთვის ერთს მოვიტანთ. სამხარაულის ბიურომ არქივიდან მოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. მარიჯანის ობიექტს აქვს საუკეთესო ადგილმდებარეობა. ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი ქონება ვიღაც მესამე პირის ინტერესს ეწირება.

დაზარალებულები ვითხოვთ: სამხარაულის ექსპერტიზა ჩანაცვლდეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული ორი სხვადასხვა ექსპერტიზით, რაზედაც მერია არ არის თანახმა. ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს „გელოვანისა“ და „ დაკიდებული ბაღების ობიექტზე.

ქალბატონო ეკატერინე, მარიჯანის ობიექტის დაზარალებულები, 433 ოჯახი მოგმართავთ დიდი პატივისცემითა და თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი გაჭირვება და თქვენი გულისხმიერებით, ავტორიტეტითა და პიროვნული რესურსით, დაგვეხმაროთ ჩვენი ნაშრომის დაბრუნებაში.

ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილშობილებისა და გულისხმიერების.

პატივისცემით მარიჯანის 2-ის დაზარალებული მენაშენეები",- წერია წერილში.

ამასთან, მენაშენეები BMG-სთან აცხადებენ, რომ მომდევნო კვირაში კვლავ აპირებენ აქციის გამართვას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წერილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში. მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში. მიზანი სწორედ პოლიტიკურ ჭრილში გადასვლააიმედი
  • ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი "კოალიცია ცვლილებისთვის" წერილსფორმულა
  • სასამართლოში წერილი მიიტანეს: თავდაცვის სამინისტრო ბურჭულაძესთან საპროცესო გარიგების გაფორმებას დათანხმდატვ პირველი
  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
წერილი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება - დავით სონღულაშვილი

საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ENKA-სთან წაგებული $400 მილიონი - რა გვიჯდება შერყეული რეპუტაცია?|არჩილ მამათელაშვილის ანალიზი

ENKA-სთან წაგებული $400 მილიონი - რა გვიჯდება შერყეული რეპუტაცია?|არჩილ მამათელაშვილის ანალიზი

BM.GE

საქართველოს დერეფანს ასეთი დატვირთვა არასდროს ჰქონია - Gianti Logistics

საქართველოს დერეფანს ასეთი დატვირთვა არასდროს ჰქონია - Gianti Logistics

BM.GE

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE