მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე
"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე

"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე

რუსთავი 23 ნოემბერი, 2026, 13:02|rustavi2.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "TV პირველის" და "ფორმულას" წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელი შეაფასა, რომელიც ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დღეს სასამართლოში შეიტანა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, წლების განმავლობაში, "დიფ სთეითის" და ადგილობრივი აგენტურის დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე.

"ორი მედიასაშუალება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე სახელობითად ტექსტში არ მიხსენებია, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელ მედიასაშუალებებზე მქონდა საუბარი... ეს მედიასაშუალებები გვეტყვიან, რომ აქ მედია იზღუდება და იქნება ასეთი, "დიფ სთეითის" მიერ დაკვეთილი უაზრო კვლევები და იარლიყების მიწებება, რაც მე ასევე ვახსენე ბრიფინგის დროს, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ცილისწამებას, ჩვენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა. ზოგადად, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, ეს არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა "დიფ სთეითის" არაფორმალური მმართველობა და ეს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა მუშაობს და წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები, ავტორიტეტები, რომლებსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეს არის ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები. მაგრამ, აუცილებლად, ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაა - "TV პირველი" და "ფორმულა".

ადვოკატის განცხადებით, სარჩელი ეხება სიცრუეზე დაფუძნებული ფაქტების გავრცელებას, რომლებსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე მხარე ითხოვს ამ ინფორმაციის უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

ადვოკატის თქმით, ბოლო პერიოდში, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია სინქრონულად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურების მხრიდან.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანაფორმულა
  • ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ივანიშვილს მოკითხვას უთვლისტვ პირველი
  • ბიძინა ივანიშვილი RSF-ის 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →სარჩელი →ოჯახის →

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე "ნაციონალური მოძრაობა" გამოსახული აღარ არის

ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე "ნაციონალური მოძრაობა" გამოსახული აღარ არის

რუსთავი 2

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

რუსთავი 2

აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს, აგენტურა არის აგენტურა - ირაკლი კირცხალია

აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს, აგენტურა არის აგენტურა - ირაკლი კირცხალია

რუსთავი 2

დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობითი ორგანოები საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ - როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ისე ორმაგი სტანდარტით შეფასებების კუთხით - ირაკლი კირცხალია

დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობითი ორგანოები საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ - როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ისე ორმაგი სტანდარტით შეფასებების კუთხით - ირაკლი კირცხალია

რუსთავი 2