მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარილის იოდიზება, წვენები, კონცენტრატები და სხვა ნედლეული - რა შესაძლებლობებს ხედავს ბიზნესი უზბეკეთის ბაზარზე
მარილის იოდიზება, წვენები, კონცენტრატები და სხვა ნედლეული - რა შესაძლებლობებს ხედავს ბიზნესი უზბეკეთის ბაზარზე

მარილის იოდიზება, წვენები, კონცენტრატები და სხვა ნედლეული - რა შესაძლებლობებს ხედავს ბიზნესი უზბეკეთის ბაზარზე

BM.GE2 ივლისი, 2026, 00:00|bm.ge

უზბეკეთი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი ბაზარია, რომელიც ქართული კომპანიებისთვის დიდ შესაძლებლობებს აჩენს - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

მისი თქმით, უზბეკეთის მოსახლეობა ყოველწლიურად საშუალოდ, მილიონი ადამიანით იზრდება, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე. ამასთან, მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ქართული კომპანია უკვე წარმატებით ოპერირებს უზბეკურ ბაზარზე, სხვები კი, შესვლას აქტიურად განიხილავენ.

„უზბეკეთი არის ნედლეულით მდიდარი ქვეყანა. შესაბამისად სქემა - რომ მათი ნედლეული წამოვა საქართველოში, აქ დამატებითი ღირებულება და საბოლოო პროდუქტი შეიქმნება და ევროპულ ბაზარზე გაიყიდება - არის ძალიან საინტერესო, ორმხრივი სქემა. უბრალოდ, საჭიროა, კარგად დავინახოთ ის პროდუქტი, ის ნედლეული, რომელზეც მოთხოვნაა, როგორი ლოგისტიკა იმუშავებს - ჩამოტანის ღირებულება რა იქნება და მერე, საბოლოო პროდუქტი რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება გლობალურ ბაზრებზე. ეს სქემა თუ შეიკრა, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება როგორც ქართული, ასევე უზბეკური კომპანიებისთვის და ეკონომიკებისთვის“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე BMG-სთან.

მისივე განმარტებით, პოტენციური თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სოფლის მეურნეობას და მინერალურ რესურსებს, მათ შორის, უზბეკური მარილის საქართველოში იოდიზებას და შემდგომ რეალიზაციას.

„არის ძალიან ბევრი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, რაღაცა ტიპის კონცენტრატებად [გადამუშავდეს]. ხილზე, წვენებზე და ასე შემდეგ პროდუქტებზეა საუბარი, რომელიც ძალიან ბევრია. არის სხვადასხვა ტიპის მინერალური რესურსები, მათ შორის მარილი, რომელიც ძალიან ბევრია უზბეკეთში და შეიძლება, საქართველოში მოხდეს იოდიზება. ძალიან ბევრი ასეთი პროდუქტია, რომელზეც შეიძლება ეფექტურად ვიმუშაოთ“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება უზბეკური ბიზნესის ინტერესს საქართველოში, ლევან ვეფხვაძის თქმით, მთავარი აქცენტი ლოგისტიკასა და ტრანსპორტზე კეთდება.

„საინვესტიციო თვალსაზრისით, მართლა ძალიან საინტერესოა ქართული ლოგისტიკა, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ლოგისტიკაში ინვესტიციით ხვდებიან, რომ თავისივე პროდუქტსაც გაუხსნიან ევროპული მიმართულების კარს. ამიტომ ლოგისტიკის და ტრანსპორტირების მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი და უზბეკური კომპანიებისთვის“ - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

წარმოება, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები - ეს ის საკითხებია, რაც საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე განიხილეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე უზბეკეთის 74 კომპანიას უმასპინძლეს.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობები ამ ეტაპზე, არც თუ ისე მძლავრია. ბოლო 6 წლის განმავლობაში, უზბეკეთიდან საქართველოში ჯამში 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ქვეყნების შორის სავაჭრო ბრუნვა კი შედარებით, დადებითი ტენდენციით ვითარდება, რაც საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. გასულ წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა უზბეკეთში 220 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს აჭარბებს. რაც შეეხება იმპორტს, აქ მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია - 2025 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 89 მილიონის, ხოლო 2024 წელს 95 მლნ დოლარის ღირებულის იმპორტი განხორციელდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ არის ჩინელი მილიარდერი, რომელსაც აშშ-ში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ვინ არის ჩინელი მილიარდერი, რომელსაც აშშ-ში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

BM.GE

“ბლექ სი პეტროლიუმი” ნედლეულის დივერსიფიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

“ბლექ სი პეტროლიუმი” ნედლეულის დივერსიფიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, დაგეგმვა არაადეკვატურია - Sberbank-ის პრეზიდენტი

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, დაგეგმვა არაადეკვატურია - Sberbank-ის პრეზიდენტი

BM.GE

Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს

Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს

BM.GE